ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016398
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
50
28/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
310150000.35.132.016398
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2018 - 31/08/2018)

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №50

2018 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კო­დექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლი­ტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობ­რი­ვი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატ­რანს­პორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მას­ში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირო­ბების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი, თანახმად დანართი №1-ისა.

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კა­ტე­გო­რიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულა­რუ­ლი სამგზავ­რო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგა­რიშ­გების წესი, თანახმად დანართი №2-ისა;

გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგო­რიის ავტობუსებისათვის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა, თანახმად დანართი №3-სა;

დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგო­რიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულა­რული სამგზავ­რო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა, თანახმად დანართი №4-ისა;

ე) კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკ­რუ­­ლე­ბის ფორმა, თანახმად დანართი №5-ისა;

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატა­რე­ბის წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევ­სე­ბისა და მათი ფორმების დამტკიცების შესახებ“ თვი­­თ­მმარ­თველი ქალაქის – ბათუმის საკრე­ბულოს 2012 წლის 30 მარტის №18 დადგენილება (გამოქ­ვეყ­ნე­­ბის წყარო, თარიღი: www.matsne.gov.ge, 05/04/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.35.132.016108).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე



დანართი №1


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობ­რი­ვი საქა­ლა­ქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატ­რანს­პორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მას­ში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირო­ბების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი

თავი I
ზოგადი ნაწილი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგი­ლობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატ­რანს­პორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატა­რების, კონკურსში მო­ნა­წი­ლეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის და სანებართვო პირობების შესრულების პირობებს, აგ­რე­თ­ვე ნებართვის მოქ­მედების ვადას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი ავტო­ბუ­სების (M2 და M3 კატეგორია) მარშრუტების შესაბამისად;

ბ) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) ავტობუსის გაჩერება – მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის სპეციალურად მო­ნიშ­ნული ადგილი;

დ) M2 კატეგორია – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კო­მისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონს­ტ­რუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;

ე) M3 კატეგორია – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომი­ტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კატეგორია, რომ­ლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანს­პორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადა­საზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;

ზ) კონკურსში გამარჯვებული – კონკურსის მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ოქმი) საფუძველზე გა­მოცხადდა გამარჯვებულად;

თ) მარშრუტი – პუნქტებს შორის ავტობუსის მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;

ი) მძღოლი – პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;

კ) GPS მონიტორინგის სისტემა – GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული გამოყენება საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს გადაზიდვების სრული პროცესი რეალურ დროში შემდეგი პარამეტრებით: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მიმდინარე ადგილმდებარეობა, მოძრაობის არეალი და გაჩერებები, გადაადგილების სიჩქარე;

ლ) გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალება – მგზავრობის საფასურის გადახ­დის უნივერსალური საშუალება;

მ) ნებართვა – კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება;

ნ) ნებართვის გამცემი – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგა­ნო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;

ო) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;

პ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორ­ციე­ლოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;

ჟ) ნებართვის გაცემის ფასი – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასი M2 და M3 კატეგორიის  ავტობუსზე, თვეზე გაანგარიშებით;

რ) პირი – საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგისტრირებული ფიზი­კური ან იურიდიული პირი;

ს) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ტ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, წინამდებარე წესით დად­გენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორ­ციელებისას;

უ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;

ფ) ფორსმაჟორი – მოვლენები, რომლებიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლე­ბელია მისი თავიდან აცილება და ამასთან აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალ­დებულების შემდგომ შესრულებას და არ არის გამოწვეული იმ მხარის დაუდევარი მოქმე­დებით, რომლის ვალდებულების შესრულების უნარიც შეიზღუდა. ფორსმაჟორად ჩაითვლება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტი­ქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგან­გებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა;

ქ) ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ადგილობრივი თვითმმართ­ვე­ლობის ორგანოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.


მუხლი 3. ნებართვის გაცემის პირობები და წესები
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების განსა­ხორ­ციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. ნებართვა გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგა­ნოს მიერ დადგენილებით დამტკიცებულ მარშრუტებზე.

3. კონკურსი ცხადდება M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად.

4. სამარშრუტო ხაზზე გაიცემა ერთი ნებართვა.


თავი II
კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობები

მუხლი 4. კონკურსის ორგანიზება
1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც კონკურსის შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს საკონკურსო ყველა სხვა დანარჩენი პირობა.

2. ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ად­გილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

3. კონკურსის ორგანიზატორია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

4. კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ აქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) ნებართვის სახეობა;

ბ) ნებართვის გამცემის დასახელება;

გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;

ე) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;

ვ) ინფორმაცია სამარშრუტო ხაზის შესახებ;

ზ) მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტობუსების მინიმალური რაო­დე­ნობა;

თ) ნებართვის მოქმედების ვადა;

ი) ნებართვის გაცემის ფასი;

კ) სანებართვო პირობები;

ლ) კონკურსში გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი;

მ) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ადგილობრვი თვითმართველობის ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ მის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუა­ლე­ბებში და ავრცელებს ინტერნეტის ქსელით.


მუხლი 5. კომისია
1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქმნის კომისიას.

2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესით.

3. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანო.

4. კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

5. კომისია, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით და ამ წესის შესაბა­მისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგენს ოქმს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6. ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.


მუხლი 6. საკონკურსო  პირობები
1. კონკურსის ყველა მონაწილე  სარგებლობს თანაბარი უფლებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინ­ფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთ არსებულ, საქართველოს ნორმატიული აქტებით  დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ  ადგი­ლობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსა­ზღვ­რულ მისამართზე და ვადაში.

4. ნებართვის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის სახელზე, რომელიც დაუყონებლივ წარედგინება კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და წინამდებარე  წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს.

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:                                                                

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების სათანადო წესით გაფორ­მებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამა­დასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდი­ვიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადას­ტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადას­ტუ­რებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძ­ნებ­ლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

გ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმ­დი­ნა­რეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;

დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯა­რო­სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;

ე) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების  შესახებ;

ვ) დოკუმენტაცია სამარშრუტო ხაზზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:

ვ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების ჩამონათვალი (რაოდენობა, კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა); ამასთან მითითებული უნდა იყოს თი­თოეული ავტობუსის გამოშვების წელი, EURO სტანდარტთან შესაბამისობა და კონდიცირების სისტემის არსებობა;

ვ.ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების არსებობის დამა­დას­ტურებელი დოკუმენტები ან ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუ­სე­ბის მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხ­მე­ბა ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირ­თან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერ­თად;

ვ.გ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციე­ლე­ბის დაწყების გრაფიკი;

ზ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის  მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით;

თ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული;

ი) თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანიაა ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ, ამასთან მითითებული ცნობები ნებართვის გამცემს უნდა წარედგინოს სათანადო წესით აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, განცხადების გარდა, წარმოდგე­ნილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმდაგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე იყოს შეუძლებელი. კომისია არ ჩაიბარებს დაულუქავი კონვერტით წარდგე­ნილ დოკუმენტაციას და მას წარდგენისთანავე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს.

7. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოს­ტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე  გაუხსნელად.

8. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებ­ლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებაში და  მოქმედებს იმავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.

9. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება.

10. მონაწილეს უფლება აქვს. წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში  მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისათვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.

11. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესა­ხებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ადგილობრივი თვით­მმართ­ველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესის შესაბა­მი­სად.

12. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს  განცხადე­ბის მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ.


მუხლი 7. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები
საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-5 და მე-10 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების და/ან მათი დამადას­ტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტაციის სიყალბე.


მუხლი 8. M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფასების კრიტერიუმები:
1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასებით , შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით :

 

საკონკურსო შეფასების კრიტერიუმები

ქულა

M2 კატეგორიის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის გამოშვების წელი

)

2013-2018 .

10

)

2006-2012 .

7

)

2000-2005 .

4

2000 წლამდე გამოშვებულ M2 კატეგორიის ავტობუსებზე ნებართვა არ გაიცემა

  1. კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები

)

მგზავრთა სალონის გამართული კონდიცირების სისტემა

4

)

სავენტილაციო სისტემა : 3 (სამი ) გასაღები ფანჯარა ან /და ლუქი სახურავზე

1

M2 კატეგორიის ავტობუსზე , რომელსაც არ ექნება კონდიცირების /გათბობის ან /და ვენტილიაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა

  1.   M2 კატეგორიის ავტობუსის ძარას ვარგისიანობა

)

ძარას არ გააჩნია მექანიკური დაზიანება და კოროზია

3

M2 კატეგორიის ავტობუსზე , რომელსაც ექნება ძარაზე მექანიკური დაზიანება ან /და კოროზია. ნებართვა არ გაიცემა

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის სიმაღლე

)

2700 მმ და მეტი ;

7

)

2570 – 2700 მმ -მდე ;

4

M2 კატეგორიის ავტობუსი , რომელიც იქნება 2570 სმ დაბალი ნებართვა არ გაიცემა

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის სამგზავრო სალონი

)

მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხმშობი გადასაკრავით და არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები , განათების სისტემა სრულყოფილია , იატაკი სწორი დაზიანების გარეშე .

7

)

კარების საკეტი , ლუქი და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია , იკეტება და იღება თავისუფლად , საქარე და გვერდითი მინები არ არის დაზიანებული .

7

)

სავარძლის პარამეტრები და განლაგება შეესაბამება სტანდარტებს

 

          

              

  

სავარძლების რაოდენობა

K

H

J

 

17 დასაჯდომ ადგილამდე

35სმ ;

65სმ ;

35სმ ;

7

17 და მეტი დასაჯდომი ადგილით

35სმ ;

65სმ ;

40-50სმ ;

M2 კატეგორიის ავტობუსზე , რომელიც ვერ დააკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმის მე -5 პუნქტის - - ქვეპუნქტებს, ნებართვა არ გაიცემა

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის უსაფრთხოება

)

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების , სამედიცინო სააფთიაქო ყუთების , საავარიო გაჩერების ნიშნების , მინის გასატეხი ჩაქუჩების კომპლექტის , დაგორების საწინააღმდეგო სოლების ან დაგორების საწინააღმდეგო სხვა მოწყობილობების არსებობა . (მარკირებული )

M2 კატეგორიის ავტობუსი , რომელიც ვერ დააკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს , ნებართვა არ გაიცემა

             

 

2. საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა .

3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი , რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს .

4. M2 კატეგორიის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად :

) ნებართვა არ გაიცემა კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილ იმ ავტოსატ ­რანს ­პორტო საშუალებაზე , რომელიც კონკურსისათვის განსაზღვრული ზემოაღნიშ ­ნული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დააგროვებს 35-ზე ნაკლებ ქულას .

) თანაბარი ქულის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება , იმ ავტოსატ ­რანს ­პორტო საშუალებას , რომელიც აკმაყოფილებს M2 კატეგორიის ავტობუსის საკონკურსო შეფა ­სე ­ბის კრიტერიუმებს შემდეგი თანმიმდევრობით , კერძოდ : საკონკურსო შეფა ­სე ­ბის კრიტერიუმე ­ბის პირველი პუნქტისქვეპუნქტს , მე -2 პუნქტისქვეპუნქტს და მე -4 პუნქტისქვე ­პუნქტს .

5. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუ :

) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს ;

) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩე ­ნით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება .


მუხლი 9. M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები:

M3 კატეგორიის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები

1.

ტექნიკური მახასიათებლები - საერთო ზომები:

ა)

სიგრძე - 8220 მმ ან/და მეტი

ბ)

სიგანე - 2320 მმ ან/და მეტი

გ)

სიმაღლე - 2700 მმ ან/და მეტი

2.

კონდიციონერი, ვენტილაცია, გათბობის სისტემა

ა)

გათბობის სისტემა: თხევადი, კომბინირებული დამოუკიდებელი გამაცხელებლიდან, რომელიც დაკავშირებულია ძრავას გაგრილების სისტემასთან და მგზავრთა ნაწილში დამონტაჟებული რადიატორის ტიპის რადიატორებთან.

ბ)

სავენტილაციო სისტემა:

ბუნებრივად დამხმარე ფანჯრებით და ლუქით სახურავზე

გ)

მძღოლის სამუშაო ადგილის კონდიცირების სისტემა, მგზავრთა სალონის კონდიცირების სისტემა.

3.

ძრავის შესაბამისობა გარემოსდაცვით სტანდარტებთან - EURO-5

4.

სამგზავრო სალონი

ა)

მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხმშობი გადასაკრავით და არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები, განათების სისტემა სრულყოფილი, იატაკი სწორი.

5.

სამგზავრო სიმძლავრე - მაქსიმალური რაოდენობა

ა)

მძღოლის ადგილი - 1

ბ)

მგზავრი, რომელიც ზის - 21

გ)

მგზავრი, რომელიც დგას - 37

დ)

ადგილი შშმ პირის ეტლისთვის - 1

3.

M3 კატეგორიის ავტობუსის წელი

ა)

2017-2018

 


თავი III

კონკურსის ეტაპები


მუხლი 10. კონკურსის ეტაპები
1. კონკურსის ეტაპებია:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დად­გენა;

ბ) ნებართვის მაძიებლების მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების შეფასება;

გ) კონკურსის შედეგების შეჯამება.

2. კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზ­ღვრავს კომისია.


მუხლი 11. არშემდგარი კონკურსი
კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი:

ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება, ან წინამდებარე წესის შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული;

ბ) ყველა წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.


მუხლი 12. კონკურსის შედეგების შეჯამება
1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსოდ გამოტანილ მარშრუტზე.

2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით.

3. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ დასამტკიცებლად ეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს, ცხადდება საჯა­როდ და ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულს ნებართვის მიღე­ბამდე უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.


მუხლი 13. განმეორებითი კონკურსი
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხ­ვე­ვაში, თუ პირველი კონკურსის დროს არ მოხდება სამარშრუტო ხაზზე გამარჯვებულის გამოვ­ლენა.

2. განმეორებითი კონკურსი ცხადდება წინამდებარე წესის შესაბამისად.


მუხლი 14. სადავო საკითხების გადაწყვეტა
კონკურსთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება ურთიერთშეთანხ­მებით და საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

თავი IV
ნებართვის გაცემა

მუხლი 15. ნებართვის გაცემა
1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ კონკურსში გამარჯვებულებად გამო­ც­ხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გა­მარ­ჯ­ვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. თუ კონკურსში გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში მისი 100% წილობრივი მონაწილეობით უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.

3. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავ­ლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს შორის ფორმდება  ხელ­შეკრულება.

4. სახელშეკრულებო პირობები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორ­განოს მიერ და ქვეყნდება წინასწარ.

5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.

6. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ დადგენილ ვადაში საკონკურსო პირობების შეუსრულებლობა, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ­ლო­ბი­თი ორგანოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს ექვსი თვის ვა­დაში. 


მუხლი 16. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.

2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებელი არ არის საკონკურსო კომისიის შესაბამისი ოქმით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული;

ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება დატოვებული იქნა განუხილ­ვე­ლად;

გ) წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. უარი ნებართვის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიე­ბელს.


მუხლი 17. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება
ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 18. სანებართვო პირობები და ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები
1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით;

ბ) მარშრუტების შეცვლის (სამარშრუტო სქემის შეცვლის, მარშრუტის გაუქმების, მარშ­რუ­ტის დამატების) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზ­ღ­ვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართ­ლე­ბ­რი­ვი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვ­ლი­ლი მარშრუტების შესაბამისად;

გ) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორ­ციე­ლება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშ­რუ­ტე­ბისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

დ) კონკურსში გამარჯვებულმა მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს ავტობუსის შეცვლის დროს შეცვალოს ის უკეთესი ხნოვანების ავტობუსით, ვიდრე იყო შესაც­ვ­ლე­ლი ავტობუსი კონკურსის ჩატარების დღისთვის;

ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში იყოლიოს საკონ­კურ­სო განცხადებით დადგენილი ავტობუსების რაოდენობა;

ვ) უზრუნველყოს ხაზზე გაშვებისას თითოეული ავტობუსის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

ზ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;

თ) თანამშრომელთა (მძღოლების) სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;

ი) უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;

კ) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;

ლ) აანაზღაუროს მომსახურების განხორციელებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედე­ბით;

მ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ან ელექტრონული ტაბლოებით). მაგალითად: ნიმუში N1 ავტობუსის საქარე მინაზე, ნიმუში N2 ავტობუსის სალონში თვალსაჩინო ადგილას:

ნიმუში №1

ნიმუში №2

ნ) მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია, სადაც მძღოლის სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ღირებულებაა აღნიშნული, აგრეთვე იმ მგზავრთა ჩამონათვალის გამოკვრა, რომლის უფასოდ გადაყვანაც სავალდებულოა ამ წესის შესაბამისად, კერძოდ: 1941-1945წწ. ომის ვეტერანები, 10 წლამდე ასაკის ბავშვები და შშმ პირები;

ო) აწარმოოს ავტობუსების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება;

პ) დაიცვას მარშრუტის საწყის, საბოლოო და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდო­მის ადგი­ლებში დგომის წესები, სისუფთავის და ჰიგიენური ნორმები, ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები;

ჟ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;

რ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავ­რ­თ­ტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;

ს) გადამზიდავი (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლი) ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა აწარმოოს გაჩერებისათვის სპეციალურად მონიშნულ ადგილებში;

ტ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის შესაბამისად;

უ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით აღჭურვა. GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული გამოყენება საშუალებას აძლევს მაკონტროლებელ უწყებას და კომპანიების სადისპეტჩერო სამსახურებს აკონტროლოს გადაზიდვების სრული პროცესი რეალურ დროში შემდეგი პარამეტრებით: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მიმდინარე ადგილმდებარეობა, მოძრაობის არეალი და გაჩერე­ბები, გადაადგილების სიჩქარე;

ფ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებში (მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება) გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და ახდენდეს მათ აღრიცხვას;

ქ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ მომსახურების გაწევა განახორციელოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი შეღა­ვა­თების გათვალისწინებით;

ღ) აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;

ყ) M2 და M3 კატეგორიის ავტობუსზე რეკლამა განათავსოს მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად;

შ) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი;

ჩ) ნებართვის მფლობელის (მძღოლების) ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომე­ლიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ;

ც) ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ სამი თვით ადრე;

ძ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა;

წ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;

ჭ) სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:

ა) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართ­ვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშ­რუტი; თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციე­ლე­ბული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ;

ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივი საქალაქო რეგულარუ­ლი სამგზავრო გადაყვანის უკეთესად ორგანიზების შესახებ;

გ) ისარგებლოს საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლება­მო­სი­ლებებით.

3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორ­ციე­ლე­ბელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს. მათი თანხმობის შემთხ­ვე­ვაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უპირატესად დაასაქმოს ისინი;

ბ) იმ შემთხვევაში თუ მძღოლი მის მიერ მართული ავტობუსით მოხვდება ავარიაში (ავტო­საგზაო შემთხვევა) და არ იკვეთება ამ ავარიაში მისი ბრალეულობა მას შეუძლია წარმოადგინოს სხვა ავტობუსი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით მოთხოვნილ სავალდებულო ტექნიკურ კრი­ტე­რიუმებს და კომისიის დასკვნის შემდგომ მიეცემა უფლება მომსახურების გაგრძელების შესა­ხებ;

გ) ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტობუსების შეცვლის შემთ­ხ­ვე­ვაში თუ ნებართვის მფლობელს გააჩნია საკმარისი რაოდენობის რეზერვი, ავტობუსების ჩანა­ც­ვ­ლება არ მოხდება, ხოლო თუკი ავტობუსების რეზერვი არაა საკმარისი, გამოთავისუფლებულ ადგილზე ნებართვის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) ავტობუსი, რომლი­და­ნაც საკონკურსო კომისია შეარჩევს საუკეთესოს;

დ) სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდე­ბუ­ლია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან შვიდი დღის განმავლობაში.


მუხლი 19. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
ნებართვის გამცემი:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცე­მის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;

დ) ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდ­გენილ დოკუმენტაციას;

ე) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად ახორციელებს კონტ­როლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრუ­ლე­ბა­ზე;

ვ) ნებართვის გამცემის მოვალეობაა, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს GPS მონი­ტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სადისპეჩერო საქმიანობის მონიტორინგი რეალურ დროში;

ზ) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად 6 (ექვსი) თვეში ერთხელ ახორციელებს კონკურსის წესის თანახმად გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების (ნებართვის მფლობელების) ავტოპარკის ტექნიკურ დათვალიერებას;

თ) ნებართვის მფლობელს ერთი თვით ადრე უგზავნის გაფრთხილებას მოსალოდნელი დათვალიერების შესახებ;

ი) უფლებამოსილია დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ექსპლუატაციისათვის უვა­რ­გისი ავტობუსები მოხსნას სამარშრუტო ხაზიდან (გადამზიდავებს არ ექნებათ უფლება ამ ავ­ტო­ბუსებით განახორციელონ მომსახურება);

კ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღ­ვე­ვი­სას მოქმედებს წინამდებარე წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების  შესაბამისად;

ლ) ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტი­სათ­ვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიცია­ლუ­რად გასცემს თანხმობას მარშრუტის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე;

მ) ვალდებულია განსაზღვროს ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებარ­თ­ვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა.


მუხლი 20. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. ნებართვის გამცემი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებულის  მიერ წინამდებარე წესით  დადგენილი ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, 1 (ერთი) წლის ვადით. ნებართვა ძალაშია საქართ­ვე­ლოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მის გაუქმებამდე.

3. ახალი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულისთვის ნებართვის მინიჭებამდე ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ნებართვა მიანიჭოს თავის მიერ შერ­ჩეულ გადამზიდველს ამ წესის შესაბამისად დადგენილი პირობებით.

4. ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმე­დება მხოლოდ ხელ­შეკრულების გაფორმებისა და სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

5. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზია­ნე­ბის შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ად­მინისტრაციული აქტის საფუძველზე.


მუხლი 21. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, მათი გამოყენება და  აღრიცხვა-ანგარიშგება
სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები,  მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგა­რი­შ­გე­ბის წესი მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.

მუხლი 22. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწ­მო­ბის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასის ოდენობაა 20 ლარი.

5. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.


თავი V
ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი

მუხლი 23. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.

მუხლი 24. ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი
ნებართვის გაცემის ფასი გამოიანგარიშება ყოველთვიურად კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე განსაზღვრული მარშრუტებისთვის დადგენილი საერთო რაოდენობის M2 და M3 კატე­გორიის ავტობუსების რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით.

მუხლი 25. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები
1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, წინამდებარე წესის 24-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის თვის 10 რიცხვამდე.

2. ნებართვის გაცემის ფასის ამ მუხლში მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხ­ვე­ვა­ში, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გა­დაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

3. ნებართვის გაცემის ფასის/პირგასამტეხლოს გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარ­მოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითე­ბულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

4. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი.

5. ნებართვის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო თვის გან­მავ­ლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება.


მუხლი 26. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა
1. ნებართვის გაცემის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს ნებართვის ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნებართვის გაცემის ფასი შეიძლება გაიზარდოს, თუ ინფლაციის საშუალო დონე ბოლო 3 (სამი)-წლიანი დროის მო­ნაკვეთში აღემატება 6 (ექვსი) პროცენტს.


მუხლი 27. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელის პასუხისმგებლობა
ამ თავის შესაბამისად, ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები.

მუხლი 28. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს  ნებართვის გაცემის ფასის გადახდისაგან.


თავი VI
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის გაუქმება

მუხლი 29. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნე­ბარ­თვის გამცემი საქართველოს ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლო­ბაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.


მუხლი 30. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნებართვის მფლობელთან გაფორმე­ბული  ხელშეკრულების შესაბამისად.

2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციისას, ფიზიკური პირის შემთხვევაში მისი გარდაც­ვა­ლებისას;

გ) კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე სანებართვო პირობების ნებისმიერი მუხლის შეუს­რულებლობა (საანგარიშო თვის განმავლობაში სამი ან მეტი დარღვევის შემთხვევაში) გამოიწვევს სამარშრუტო ხაზზე გაცემული ნებართვის გაუქმებას;

დ) იმ ნებართვის მფლობელს, რომელსაც ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნებარ­თ­ვის მოქმედების საანგარიშო პერიოდში, რომელიმე კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე გაუუქმდება ნებართვა, ამ სამარშრუტო ხაზზე ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში იგი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას;

ე) საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩე­ნის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც  ეცნობება ნებართვის მფლობელს.

5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.

6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემისათვის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქ­მიანობისთვის.


თავი VII
უწყებრივი სანებართვო რეესტრი და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იური­დიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) – მეწარმეთა და არასა­მეწა­რ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე;

ბ) ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორ­გა­ნიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ მონაცემები;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;

დ) ნებართვის სახე.

4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგე­ნი­ლი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავში­რე­ბუ­ლი საჯარო ინფორმაცია.


თავი VIII
პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის

მუხლი 32. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების განხორციე­ლე­ბა შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრა­ცი­ულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად.

თავი IX
დასკვნითი დებულება

მუხლი 33. დასკვნითი დებულება
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.


დანართი №2


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კა­ტე­გო­რიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულა­რუ­ლი სამგზავ­რო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგა­რიშ­გების წესი

მუხლი 1. სანებართვო მოწმობა
1. სანებართვო მოწმობის ფორმები მზადდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შეკვეთით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პროლიგრაფიულ საწარმოში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.

3. დამზადებული სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლება პოლიგრაფიული საწარ­მოდან აქვს პირს, რომელსაც გააჩნია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.

4. სანებართვო მოწმობის შესაბამისი ფორმა (ერთი ეგზემპლარი) შევსებული სახით ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ხოლო სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლარი ინახება ქ. ბათუმის მუნიცი­პალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.


მუხლი 2. მოწმობის შევსების წესი
1. სანებართვო მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

2. მოწმობაში აღინიშნება:

ა) ნებართვის სახე (სახეობა);

ბ) სამარშრუტო ხაზის ნომერი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა;

დ) ნებართვის გაცემის თარიღი;

ე) ნებართვის მფლობელის სახელი და გვარი;

ვ) ბეჭდის ადგილზე დასმული ბეჭედი უნდა იყოს მკაფიო და კითხვადი.

3. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმ­ჯ­დომარე.


მუხლი 3. მოწმობის წარმოება, შენახვა, აღრიცხვა-ანგარიშგება
1. სანებართვო მოწმობების წარმოება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. სანებართვო მოწმობების ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, ხელშეუხებელი უნდა იყოს გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემას და შენახვას უზრუნველყოფს და პასუხისმ­გე­ბელია ამ საქმიანობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამო­სი­ლი სა­თანადო სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელე.

5. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღირიცხება ზონარგაყრილ, ბეჭედდას­მულ, დანომრილ და მერიის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებულ სპეცია­ლურ ჟურნალში.

6. სანებართვო მოწმობა მისი გაცემიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, აღირიცხება ჟურნალში. თუ მეორე დღე უქმე ან დასვენების დღეს დაემთხვა, მაშინ აღრიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

7. ჟურნალში ჩანაწერები კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

8. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერის ჩასწორება, გადაფხეკა ან კორექტორის გამო­ყე­ნე­ბა. აუცილებლობისას, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ კეთდება ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელის შესაბამისი ჩანაწერი (მაგალითად: „შესწორებულია მე-2 და მე-4 გრაფები. სახელი, გვარი და ხელმოწერა).

9. ჟურნალი ინახება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში და დადგენილი ვადის შემდგომ გადაეცემა არქივს. შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დაცულობა.

10. ჟურნალი შიდა გამოყენების დოკუმენტია და იგი არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებ­ზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 4. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნებართვის მფლო­ბელი წერილობითი განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თხოვნით.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გაიცეს დუბლიკატი და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით – „დუბლიკატი“. დუბლიკატს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.


მუხლი 5. ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა შესაძლებელია:

ა) შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) სანებართვო მოწმობის დაზიანების გამო;

გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენი­ლი წესით.

3. უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.



დანართი №4


 


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგო­რიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულა­რული სამგზავ­რო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა .


სანებართვო მოწმობის სახეობა

სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღი

სანებართვო მოწმობის გამცემი

ორგანო (თანამდებობის პირი)

ნებართვის მფლობელის

დასახელება და ხელმოწერა

მიღებაზე

ჩანაწერი სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ

ჩანაწერი სანებართვო მოწმობის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ

სანებართვო მოწმობის

რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №5


ხელშეკრულება N

 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ

 ქ. ბათუმი                                                                         „---„ „-----------------„  20-- წელი                          

 

ერთი მხრივ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ ბათუმის მუნიცი­პალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის --------------------------------- სახით და მეორეს მხრივ, გადამზიდავის (შპს ან/და ფიზიკური პირი - ი/მ) „------------------------------------------------------„ (შემდგომში – „გადამზიდავი“) მისი დირექტორის ან/და ფიზიკური პირის ----------------------- სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:


1. ხელშეკრულების საგანი

გადამზიდავი კისრულობს ვალდებულებას ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგ­ზავ­რო გადაყვანისთვის მომსახურების განხორციელებაზე, ამ ხელშეკრულებით განსაზღვ­რუ­ლი პირობებითა და ვადით.

 2. ხელშეკრულების პირობები

2.1. ხელშეკრულების ძირითადი მიზანია NN ----------------------------- სამარშრუტო ხაზებზე M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

2.2.  მუშაობის დაწყება:

ზამთრის პერიოდში სამუშაო დღის დასაწყისი:

სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;

გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე;

ზაფხულის პერიოდში სამუშაო დღის დასაწყისი:

სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;

გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე.

2.3. მუშაობის დამთავრება:

ზამთრის პერიოდში სამუშაო დღის დასასრული:

სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;

გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე;

ზაფხულის პერიოდში სამუშაო დღის დასასრული:

სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;