ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016250
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
29/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
010260020.35.151.016250
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2018 - 23/08/2019)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2018 წლის 29 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის  განვითარების სამსახურის დებულების  დამტკიცების  შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №29 დადგენილება (ვებგვერდი, 02.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.151.016167).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე

                                    დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური

1. მერიის ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში  შემდგომსამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც  უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და  განხორციელებას , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავებას , მუნიციპალიტეტის ქონების მართვას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას .

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ  დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურის ადგილსამყოფელია : . სტეფანწმინდა , ალ .ყაზბეგის . №1.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისსამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგანყოფილებებისაგან .

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :

) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ;

) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისსამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისსამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელიგანყოფილების უფროსი .

4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან .

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -14 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისგანყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისგანყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ -ერთი საჯარო მოხელე .

6. განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით . განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

7. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

  ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ;

) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;

) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ;

) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ;

) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ;

) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ;

) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვას , შემუშავებას და ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში ;

) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ;

) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ;

) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ;

) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ;

) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ;

) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ;

) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ;

) ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული ) ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას ;

) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ;

) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას ;

) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთანსაინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობას და შეხვედრებში მონაწილეობას ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 4. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება

სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ;

) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;

) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;

) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ;

) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ;

) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ;

) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახდელების თაობაზე წინადადებებისა და საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადებას

) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების დაგეგმვასა და აღრიცხვას თითოეულ გადამხდელზე წლის , კვარტალის და თვეების მიხედვით.

მუხლი 5. სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :