დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016250 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/07/2018 - 23/08/2019)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №29 დადგენილება (ვებგვერდი, 02.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.151.016167). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულება
|
მუხლი
1. მერიის
ეკონომიკური
განვითარების
, სტატისტიკის
და
ქონების
მართვის
სამსახური
1. მერიის ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავებას , მუნიციპალიტეტის ქონების მართვას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას . 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . 3. სამსახურის ადგილსამყოფელია : დ . სტეფანწმინდა , ალ .ყაზბეგის ქ . №1. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან . 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია : ა ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ; ბ ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი . 4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან . 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -14 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ -ერთი საჯარო მოხელე . 6. განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით . განყოფილების საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 7. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ; გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ; ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ; ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ; ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ; თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ; ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ; კ ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვას , შემუშავებას და ტურიზმის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში ; ლ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ; მ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ; ნ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ; ო ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ; პ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ; ჟ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ; რ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ; ს ) ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული ) ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას ; ტ ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ; უ ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას ; ფ ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან – საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობას და შეხვედრებში მონაწილეობას ; ქ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 4. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ; გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ; ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ; ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ; ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ; თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ; ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ; კ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ლ ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახდელების თაობაზე წინადადებებისა და საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადებას ; მ ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების დაგეგმვასა და აღრიცხვას თითოეულ გადამხდელზე წლის , კვარტალის და თვეების მიხედვით. მუხლი 5. სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ; ბ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ; გ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ; დ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ; ე ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ; ვ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ; ზ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ; თ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . |
დოკუმენტის კომენტარები