დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2609-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 130000000.05.001.018902 |
|
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საშიშროების შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ტექნოგენურ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელშიც ხდება ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასება, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამზადებს და აქვეყნებს ამ დოკუმენტის არასაიდუმლო, ადაპტირებულ ნაწილს ბუნებრივი საფრთხეების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. |
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2609-IIს |
დოკუმენტის კომენტარები