დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2626-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 120290000.05.001.018904 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) დანაყოფებში, ეკოლოგიურ ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით გაერთიანებებში;“ ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით ადგენს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახეობის და გავლის ადგილის დადგენისას აღნიშნული კომისია, პირველ რიგში, აკმაყოფილებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში შედის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.“. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4072 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. 2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოს იმ მოქალაქის სპეციალური მომზადება, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში გაივლის. სწავლის დრო მოქალაქეს ეთვლება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურად.“. 3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი 1. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასა და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4272 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. 4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. მოქალაქე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისას საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებებში ასრულებს მხოლოდ დამხმარე ფუნქციებსა და მოვალეობებს.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი: „მუხლი 183. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2626-IIს |
დოკუმენტის კომენტარები