დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 339 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 080020000.10.003.020655 |
|
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე
|
მუხლი 1 |
„რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის №2070-IIს რეზოლუციის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია − „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, დანართის შესაბამისად. 2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვოს, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის, სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის შესაბამისად, განისაზღვრონ ამ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებად და საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას რეგულარულად წარუდგინონ ანგარიში ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ დადგენილების აღსრულებაზე შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია, რომლებიც იმხილებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ, მხოლოდ რეზოლუციაში მითითებულ დანაშაულებში (მკვლელობა, გატაცება, წამება და არაჰუმანური მოპყრობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ამ დანაშაულთა დაფარვა)
|
|
დოკუმენტის კომენტარები