დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2521-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040200140.05.001.018879 |
|
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040200140.05.001.018425) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლები შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები (მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“ და კონვენცია „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (შემდგომ – ჰააგის კონვენცია)), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 13 ივნისი 2018 წ. N2521-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები