„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-8
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 20/06/2018
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016043
ნ-8
20/06/2018
ვებგვერდი, 22/06/2018
260030000.64.076.016043
„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-8
2018 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი

 

„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის №ნ-15 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 21/09/2017; სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016024) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრაციის გავლის შემდგომ უფლებამოსილია მოიძიოს და გაეცნოს პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას;“;

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვებგვერდის პირველ გვერდზე აისახება ინფორმაცია სუბიექტის სამართლებრივი ფორმის, ბოლო ორი დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის სუბიექტის/ჯგუფის ზომითი კატეგორიის, საზოგადოებრივი დაინტერესების პირისა (შემდგომ – სდპ) და საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მშობელი საწარმოს სტატუსის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, წარმოადგენს თუ არა სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს და მოიცავს თუ არა მისი საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას.“;

გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ ანგარიშგების წარდგენისას გარიგების პარტნიორი აღარ არის დასაქმებული იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის სახელითაც მოქმედებდა აუდიტის ჩატარებისას, სუბიექტი, აუდიტორულ ფირმასთან შეთანხმებით, მიუთითებს ამ აუდიტორული ფირმის სხვა უფლებამოსილ გარიგების პარტნიორს.“;

დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ს“–„უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მშობელი საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება;

ტ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შვილობილი საწარმოს/საწარმოების რეგისტრაციის ქვეყანა, საიდენტიფიკაციო ნომერი და საფირმო სახელწოდება;

უ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აუდიტის კომიტეტის შემადგენლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“ ;

ე) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“-„ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად ასახული პირთა რაოდენობა ერთზე მეტია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სუბიექტი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამის ველში მიუთითებს მათგან ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგენაზე პასუხისმგებელ ერთ საკონტაქტო პირს.“;

ვ) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„1. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდის მე-5-მე-8 გვერდებზე ელექტრონულად სრულად შეავსოს ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების ფორმების ყველა არანულოვანი მუხლი, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, იგი ვალდებულია ვებგვერდის მე-10-მე-13 გვერდებზე ასევე სრულად შეავსოს მის მიერ არჩეული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმების ყველა არანულოვანი მუხლი კანონის მე-3 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით სუბიექტისთვის დადგენილი/არჩეული სტანდარტისა და ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ატვირთული ფინანსური/კონსოლიდირებული ანგარიშგებისა და ანგარიშგების სამუშაო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. სუბიექტი ვებგვერდის მე-5 გვერდზე მიუთითებს ანგარიშგება ხორციელდება ერთეულ ან ათასეულ ლარებში, ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ატვირთული ანგარიშგებების შესაბამისად. ვებგვერდის მე-5 გვერდზე მითითებული ანგარიშგების ფორმა ავტომატურად აისახება ვებგვერდის მე-6-მე-8 გვერდებზე, ხოლო თუ სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად წარადგენს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებასაც, ასევე – ვებგვერდის მე-10-მე-13 გვერდებზე.“;

ზ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სუბიექტი ვალდებულია ვებგვერდის მე-9 გვერდზე ატვირთოს ფინანსური ანგარიშგება, ხოლო თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, ვალდებულია ვებგვერდის მე-14 გვერდზე ატვირთოს ასევე კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება და ანგარიშგების ატვირთვის შესახებ გააკეთოს შესაბამისი მითითება. თუ სუბიექტის მიერ წარსადგენი ფინანსური ანგარიშგება ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, სუბიექტი ვალდებულია ატვირთოს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგება.“;

თ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშგებები სუბიექტმა უნდა ატვირთოს სრულად, ერთ დოკუმენტში, “word” ფორმატიდან დაკონვერტირებულ “pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება, ხოლო ის გვერდები, რომლებზეც მოცემულია ხელმოწერები, დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს ამავე დოკუმენტში, შესაბამის ხელმოუწერელ გვერდებამდე ან გვერდების შემდგომ, დასკანერებულ “pdf” ფორმატში.“;

ი) მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი სუბიექტმა უნდა ატვირთოს დასკანერებულ “pdf” ფორმატში და ასევე, ამავე დოკუმენტში იდენტური თარგმანი “word” ფორმატიდან დაკონვერტირებულ “pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება.“;

კ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ვებგვერდის მე-16 გვერდზე სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს სდპ-ს ან პირველი კატეგორიის საწარმოს, რომლის საქმიანობა მოიცავს წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას, ელექტრონულად ავსებს სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ფორმას (დანართი №4). იგი მიუთითებს სახელმწიფოსთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადახდილ იმ თანხებს, რომლებიც საანგარიშგებო პერიოდში გადახდის თითოეული სახეობისათვის ერთჯერადად ან ჯამურად 100 000 ლარს აღემატება.“;

ლ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სუბიექტის მიერ შედეგების გვერდზე გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერით ანგარიშგებები სამსახურისთვის წარდგენილად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას/ანგარიშგებებს.“;

მ) მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუდიტორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციების დადასტურების შემთხვევაში ანგარიშგებები იგზავნება სამსახურში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ვებგვერდზე და სუბიექტს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერზე.“;

ნ) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი მომხმარებლისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გასაცნობად მომხმარებელმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია და ავტორიზაცია.“;

ო) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სუბიექტის მიერ წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, გარდა ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად ატვირთულ ანგარიშგებებში, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ხარვეზის გასწორების დასაბუთებული წერილობითი თხოვნით მიმართოს სამსახურს. თუ სამსახური სუბიექტის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით დაადგენს ხარვეზის არსებობას, იგი უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს წარდგენილ ან გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ხარვეზის შესახებ სუბიექტს ვებგვერდზე, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერზე ეგზავნება შეტყობინება. სამსახური სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხარვეზის სირთულის გათვალისწინებით, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს.“;

პ) მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სამსახური ხარვეზს დაუდგენს აუდიტორის მიერ ამ წესის მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მითითებულ ინფორმაციას, იგი უფლებამოსილია აუდიტორს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა. ხარვეზის შესახებ აუდიტორს ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება შეტყობინება. სამსახური აუდიტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღეს.“;

ჟ) ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლი;

რ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომხმარებელი სუბიექტის გვერდს მოიძიებს სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომრის/პირადი ნომრის ან სახელწოდების/საფირმო სახელწოდების მითითებით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების ფორმა“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე