დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2478-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240000000.05.001.018867 |
|
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) 54 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის განცხადების წარდგენის უფლება აქვთ აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი. 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოფილ იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან. |
ქუთაისი, 6 ივნისი 2018 წ. N2478-რს |
დოკუმენტის კომენტარები