„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320050.10.003.020642
327
12/06/2018
ვებგვერდი, 14/06/2018
010320050.10.003.020642
„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №327

2018 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის  14 თებერვლის №81 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2017, 010320050.10.003.019790)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების საგანი

შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) მონიტორინგის განხორციელების წესსა და პროცედურას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების საფუძველია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით ბიუროსთვის მინიჭებული უფლებამოსილება – უზრუნველყოს დეკლარაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოჯახის წევრი – „საჯარო  დაწესებულებაში  ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრი;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  ახლო ნათესავი  – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნათესავი;“.

5. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამოუკიდებელი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დეკლარაციების შერჩევა.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რომელიც არ არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი;“.

7. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემა მოიცავს ინფორმაციას ყველა საჯარო დაწესებულების დასახელებისა და იმ პირების შესახებ, რომლებიც, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენენ თანამდებობების  პირებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ სატრანსპორტო საშუალებისა და იარაღის შესახებ, რომლებზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის საკუთრების უფლება;“.

8. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტის გამოვლენის (გარდა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული არაარსებითი დარღვევისა), აგრეთვე „საჯარო  დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ ბიურო გადაწყვეტილებას იღებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის 131 პუნქტის საფუძველზე.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის შესახებაც ბიუროს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.“;

ე) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თანამდებობის პირს ეძლევა გაფრთხილება, რის შესახებაც ბიუროს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი