არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2390-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 080060000.05.001.018860
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2390-IIს
30/05/2018
ვებგვერდი, 12/06/2018
080060000.05.001.018860
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/06/2018 - 05/07/2018)

 

საქართველოს კანონი

 

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18 წლიდან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული.

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება ამ კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, ეს კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც.“.

2. მე-15 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი არიან უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით, თუ იგი არის გადახდისუუნარო ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXII თავებითა და 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.“.

3. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სრულწლოვანი პირის პროცესში მონაწილე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის მიმართ საპროცესო მოქმედებებს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები. თუ არასრულწლოვნის მიმართ საპროცესო მოქმედება არასპეციალიზებულმა პირმა განახორციელა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა განაგრძოს პროცესი, ხოლო არასპეციალიზებული პირი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესს.“.

4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი და შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ფსიქოლოგი.“.

5. 23-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების  გათვალისწინებით, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლის, ხოლო გამოძიების სტადიაზე − ბრალდების მხარის ინიციატივით, უზრუნველყოფილია საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.“;

ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში გამოსაკითხ პირად/მოწმედ მონაწილეობს.“.

6. 27-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების შესახებ.“;

ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 41 ნაწილით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − პრობაციის ეროვნული სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე − პენიტენციური დეპარტამენტი.

7. ამ მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა  და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“;

გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შეხვდეს არასრულწლოვან ბრალდებულს და ინდივიდუალური შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ყველა ფიზიკური პირისაგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებისაგან.“.

7. 29-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში − აგრეთვე არასრულწლოვნის ადვოკატი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) 21 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი:

„22. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე − ბრალდების მხარე უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.“.

8. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განრიდება შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ. სასამართლო უფლებამოსილია განრიდების გამოსაყენებლად საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე ან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს განრიდებას შესთავაზებს და, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო მეორე მხარის პოზიციასაც ისმენს.“.

9. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა

1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და 332-ე მუხლის დებულებები.

2. არასრულწლოვანი შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.

3. არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე გამოკითხვის/დაკითხვის დროს სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის გამოკითხვისას/დაკითხვისას საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუ არასრულწლოვანი არის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე ან მსხვერპლი, მისი გამოკითხვისას/დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება).

4. 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა/დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის პირისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის გამოსაკითხ პირს/მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

5. არასრულწლოვნის დაკითხვისას შესვენებისათვის შესაფერისი ინტერვალის დასადგენად მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და სხვა გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი არის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე მოწმე ან მსხვერპლი, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული.

6. არასრულწლოვანი არ შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00  საათიდან 08:00 საათამდე.

7. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით.

8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი  დაზარალებული მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს აგრეთვე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს აგრეთვე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. საპროცესო მოქმედებას, არასრულწლოვანი მოწმის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

10. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ან არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.

11. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან  ან/და  ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის და არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვა/დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა/დაკითხვა  (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით.“.

10. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები ერთ სასამართლო სხდომაზე განიხილება.“.

11. 77-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე წარდგინებას პრობაციის ოფიცრისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2018 წ.

N2390-IIს