დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016342 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/06/2018 - 05/11/2018)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27 2018 წლის 4 ივნისი დაბა ხარაგაული |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნები წესი დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესი
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) არსებული საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე (მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონის“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება |
1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.kharagauli.ge.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის ზუსტი და დროული მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკრებულოს აპარატისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით პასუხისმგებელი პირი – ვებმენეჯერი უზრუნველყოფს ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას. 4. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, წევრების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში). გ) ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); დ) მერისა და მოადგილეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ე) საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ვ) საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ზ) მერიის სამსახურების უფროსების, მერიაში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); თ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის იურიდიული მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი, საკრებულოს აპარატისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); კ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე და მე-40 მუხლის შესაბამისად,მუნიციპალიტეტში შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად); ლ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში). 5. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში, დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაცია“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. 4. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. 5. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და გაცემა |
1.საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.kharagauli.ge) წერილობითი განცხადების გაგზავნის ან/და განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის გზით.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის მეშვეობით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-40 მუხლით დადგენილი ვადები. 4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლისა და მისი რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან. 5. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი პირი დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ. |
დოკუმენტის კომენტარები