„ტექნიკური რეგლამენტის − „საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020630
315
01/06/2018
ვებგვერდი, 06/06/2018
300160070.10.003.020630
„ტექნიკური რეგლამენტის − „საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №315

2018 წლის 1 ივნისი

   ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის  თაობაზე“  2017  წლის  7  დეკემბრის  №1620-რს  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014,  300160070.10.003.017604) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების შესახებ“:

1. მე-5 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. თუ დისტრიბუტორი/რეალიზატორი თვლის ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სარეალიზაციო სურსათი შესაძლოა, მავნებელი იყოს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის, იგი ვალდებულია, აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოახსენოს იმ ზომების შესახებ, რომლებიც უკვე იქნა მიღებული საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობის რისკის თავიდან ასაცილებლად.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. მონიტორინგი, ზედამხედველობა და კონტროლი წინამდებარე წესებზე

ამ წესების დაცვაზე მონიტორინგს, ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი