„ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020625
310
01/06/2018
ვებგვერდი, 06/06/2018
300160070.10.003.020625
„ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №310

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №443 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017643) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „საქართველოში პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების შესახებ“:

1. მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო;“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგისტრაცია შეიძლება შეიზღუდოს ან შეწყდეს ხუთწლიანი ვადის გასვლამდე, თუ მიღებულია ახალი მონაცემები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და/ან სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების არგუმენტირებული დასკვნები პესტიციდის საშიშროების შესახებ, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი.“.

3. მე-7 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების (მაგალითად, მაღალი რისკის მატარებელი პესტიციდების დაშვება, მცენარეთა დაცვის საგანგებო ზომების შემუშავება და სხვა) მისაღებად, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა დარგში მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სწორი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საკითხი განხილული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე.“.

4.  დანართ №8-ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ორგანიზაციების მეთოდიკები და ანგარიშები, აპრობაციის შედეგები  დასამტკიცებლად მიიღება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარეგისტრაციო ორგანოს მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი