დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 302 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020616 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №496 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/11/2016, 300160070.10.003.019562) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს“:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო განკუთვნილია ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) კონტროლზე პასუხისმგებელი უწყების − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში − სააგენტო) და ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის განმახორციელებელი ლაბორატორიებისათვის.“. 2. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მიზანშეწონილია, მონაწილეობა მიიღოს რეფერენსლაბორატორიის მიერ ორგანიზებულ სეროლოგიური დიაგნოსტიკის ხარისხის უზრუნველყოფისა და სტანდარტიზაციის ღონისძიებებში (ლაბორატორიათშორისი შედარების (გამოცდის) პროგრამის ფარგლებში).“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები