ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016446
58
01/06/2018
ვებგვერდი, 11/06/2018
010250050.35.105.016446
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №58

2018 წლის 1 ივნისი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ა) ,,ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერიის  თანამდებობის პირთა და  სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016358) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 23-ე მუხლების და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის ულებათა დაცვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.105.016363) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს  ცვლილება:

ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დაიწყოს წარმოება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №46 განკარგულებით დამტკიცებული „ეთიკის კოდექსის“ ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით.  შეისწავლის და განიხილავს ,,ეთიკის კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევაზე შემოსულ განცხადებებს. კომისია საქმისწარმოების დაწყების შესახებ აუწყებს ყველა შესაბამის ადრესატს. ეთიკის ნორმების დარღვევაზე განცხადების განხილვისას მოიწვევს სავარაუდო დამრღვევ პირებს და მათი ჩართულობითა და მონაწილეობით შეისწავლის საკითხს. ცალკეულ განსახილველ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს დახურული სხდომა.  ,,ეთიკის კოდექსის“ სავარაუდო დამრღვევი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საკრებულოში მოქმედ ყველა ფრაქციას უფლება აქვს  გამოყოს თითო წარმომადგენელი  ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშრებით კომისიაზე განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ფრაქციის წარმომადგენლები სარგებლობენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს  საკრებულოს წევრებისთვის.“;

ბ.ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016425) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს  ცვლილება:

გ.ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საბჭოს მიზანი

საბჭოს შექმნის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქმიანობის კონტროლი, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.“;

გ.ბ)    მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში თანამონაწილეობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;       

ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, საპირისპირო სქესის თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;“;

გ.გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან.“;

გ.დ) მე-5 მუხლის მე-7, მე-8, მე-9  და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბჭო იკრიბება კვარტალში ერთხელ, აგრეთვე თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.

8. სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოს საბჭოს მდივანი.“.

„9. სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.“.

„11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია