„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017540
81/ნ
31/05/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
430010000.22.022.017540
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №81/ნ

2018 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა დასაქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 21- მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) და ბრძანების პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის, ცენტრის მიერ რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული არ იქნება ის აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტრულებელ დოკუმენტს − ატესტატს ან მასთან გათანაბრებულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ ინფორმაციას.“;

ბ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.“;

გ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობები, მათ შორის  კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესის და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №72/№30/ნ  ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად განათლების მიღების პირობები;“;

დ) მე-16 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:  

„7. ცენტრი უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრირებულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ პირთა მონაცემთა ბაზების ფორმირებისა და მათი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიაწოდოს და ამავე სამინისტროდან მიიღოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ/მოთავსებულ იმ პირთა თაობაზე ინფორმაცია, რომლებიც რეგისტრირებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

8. ცენტრი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მომართვის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ პირთა მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ან/და მათ მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების თაობაზე.“;

ე) მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტები ვალდებული არიან  შესაბამისი სამედიცინო ცნობა ცენტრს წარუდგინონ ცენტრის მიერ დადგენილი წესით.“;

ვ) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.“;

ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

„მუხლი 361. რანჟირების დოკუმენტის შექმნა

„1. რანჟირების დოკუმენტის შექმნის მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, მოთხოვნის საფუძველზე:

ა) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიიღოს იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაცია, რომელმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა განაცხადი უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიიღოს ინფორმაცია, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვების თაობაზე;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან − აბიტურიენტის მიერ საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე/ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე.“;

 თ) 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარის მიწოდებას:

ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის;

გ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის.“;

ი) 37-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოთხოვნის საფუძველზე, „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესის და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №72/№30/ნ  ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.“;

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“:

ა) მე-3 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„5. აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“;

გ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ  გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“;

დ) მე-8 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი ფორმით ცენტრს აწვდის:

ა) აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ, მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა თუ არა აბიტურიენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) სტუდენტების თაობაზე შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა) მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა/აქვს თუ არა სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ.ბ) მიღებული/გაუმჯობესებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროცენტული ოდენობა;

ბ.გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აქვს პირს სტუდენტის სტატუსი.“;

ე) მე-8 მუხლს 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი ფორმით ცენტრს აწვდის:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის თაობაზე ინფორმაციას;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ოდენობის თაობაზე ინფორმაციას.“;

ზ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი უზრუნველყოფს ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარის მიწოდებას:

ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის;

გ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის;“;

თ) მე-8 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი