„კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020586
271
29/05/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
340170000.10.003.020586
„კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №271

2018 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №302 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2016,  340170000.10.003.019367) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების კონტროლის წესის“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.“.

2. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ კარტოფილის ნემატოდებისადმი რეზისტენტული ჯიშების მედეგობის დაკარგვის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევების შესახებ უნდა ეცნობოს სააგენტოს.“.

3. მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მომხმარებლის ინფორმირების მიზნით, ყოველი წლის ბოლოს სააგენტოს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეწოდება წერილობითი ინფორმაცია:

ა) კარტოფილის ყველა იმ ახალი ჯიშის შესახებ, რომელიც ოფიციალური კვლევების დროს რეზისტენტული აღმოჩნდა კარტოფილის ნემატოდების მიმართ;

ბ) იმ  სახეობების, პათოტიპების, ვირულენტური ჯგუფების ან პოპულაციების შესახებ, რომელთა მიმართ რეზისტენტულია კარტოფილის ჯიში;

გ) კარტოფილის რეზისტენტობის ხარისხისა და მათი გამოკვლევის ჩატარების თარიღის თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი