„ტექნიკური რეგლამენტის – სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020590
275
29/05/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
300160070.10.003.020590
„ტექნიკური რეგლამენტის – სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2018 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2016,  300160070.10.003.019075) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის შესაბამისად, ფიტოსანიტარიულ სახელმწიფო კონტროლს   ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი