დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 250 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 280080020.10.003.020565 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/05/2018 - 19/02/2019)
|
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარების წესი“. |
მუხლი 2 |
პირველი მუხლით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). |
მუხლი 3 |
სააგენტო უფლებამოსილია, ამ დადგენილებით განსაზღვრული სოციალური დახმარების ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად გამოსცეს საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი. |
მუხლი 4 |
სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრები. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
|
|
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარების წესი
|
მუხლი 1. ეს წესი ადგენს კონკრეტულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის სოციალური დახმარების ოდენობას, მის მიმღებ პირთა წრეს და არეგულირებს სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2 1. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარება შეადგენს 180 ლარს. 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ სახელმწიფო პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. 3. პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღება არ გამორიცხავს სხვა სახელმწიფო გასაცემლის მიღებას. 4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებული/რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახ(ებ)ის შემოსავლებში და არ არის ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერების/შეწყვეტის ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველი. მუხლი 3 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების ადმინისტრირება ხორციელდება სახელმწიფო პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის მომსახურე საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბენეფიციარისათვის გახსნილ პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნა და გაცემა ხორციელდება ავტომატურად, დაინტერესებული პირის განცხადებით მიმართვის გარეშე. 4. სააგენტომ უზრუნველყოს: ა) სოციალური დახმარების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ქმედების განხორციელება; ბ) სოციალური დახმარების გაცემისათვის საჭირო პერსონალური მონაცემების დამუშავება; გ) სოციალური დახმარების დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. |
დოკუმენტის კომენტარები