რკ „პირველი საკრედიტო კავშირი“-ს ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

რკ „პირველი საკრედიტო კავშირი“-ს ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/05/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
217
21/05/2018
ვებგვერდი, 22/05/2018
რკ „პირველი საკრედიტო კავშირი“-ს ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №217

2018 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 26-ე მუხლის და 29-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. რკ „პირველ საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404385063) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 13 აგვისტოს №721 განკარგულება;

3.    რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს არჩილ ვაშაკიძე (პირადი ნომერი: 01008005193); ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

5. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge ) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge );

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                                                                მურთაზ კიკორია