„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017097
196
18/05/2018
ვებგვერდი, 18/05/2018
190040000.22.033.017097
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №196

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., N169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:
1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

654

4294

ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის მერიის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლე

 

ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 1430 – „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის განმკარგველები:

1431

5071

ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სარაგბო კლუბი „აიეტი“

1432

5072

ქალაქ ბათუმის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო

1433

5073

ქალაქ ბათუმის ა(ა)იპ  მუნიციპალური სერვისების სააგენტო

 

2. დანართი №3-ში ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 3550 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში სამართალდარღვევების გამო“ – შემდეგ დაემატოს ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი შემდეგი კოდი:

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სსიპ   კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოვლენილ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დარღვევებზე

3551

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე