„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2266-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 160000000.05.001.018832
2266-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
160000000.05.001.018832
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საადვოკატო საქმიანობის პრინციპები

საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება;

გ) პროფესიული კომპეტენტურობა;

დ) ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;

ე) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა;

ვ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

ზ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა;

თ) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა;

ი) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა;

ლ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.“.

 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ადვოკატის მოვალეობები

ადვოკატი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;

ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;

გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;

დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;

ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;

ვ) შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის მოთხოვნები;

ზ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ  წერილობით მოითხოვა.“; 

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ:

ა) კლიენტის თანხმობით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მედიატორის, არბიტრის, აღმასრულებლის, მოსამართლის თანაშემწის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“.

5. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;“;

ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს, რომელსაც აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ ან/და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მოეთხოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილის გავლა.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა“;

ბ) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს.

2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია საგამოცდო პროგრამაში შეიტანოს ისეთი საკითხი, რომელიც ამ მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საგნებიდან არ გამომდინარეობს.“; 

დ) მე-8−მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.

9. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

10. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).

11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) ძალას კარგავს, თუ პირი აღნიშნული გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას.“.

7. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ადვოკატის სტაჟიორი

1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შესახებ. ადვოკატის სტაჟიორი შეირჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამით განსაზღვრული წესით. მისი შერჩევის დროს გარანტირებულია ადვოკატობის მსურველის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება.

2. საადვოკატო სტაჟირების პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟსა და პროფესიული საქმიანობის სტაჟში.

3. ადვოკატის სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

4. ადვოკატის სტაჟიორი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატის სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.“.

8. მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის/ადვოკატების  ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი/ადვოკატები ახორციელებს/ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას.

3. საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს საადვოკატო ბიურო. საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადვოკატი.“.

9. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალიზაცია, თუ მას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სპეციალიზაციის მიხედვით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეთა ან/და პროკურატურის მუშაკთა შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ ან პროკურორად;“;

გ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. 213 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ იგი სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებ პირად, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;“.

11. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კოორდინაციას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას, განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების თარიღს;“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

„მუხლი 271. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი იმავდროულად ხელმძღვანელობს ადვოკატთა ასოციაციის აპარატს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ადვოკატთა ასოციაციის მართვის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისათვის.

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს უფლება არა აქვს, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა.

4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის საქმიანობის ფარგლები დგინდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ანაზღაურებას იღებს ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.“.

13. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია 

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 12 წევრი ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

2. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებენ.

3. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება.

4. ეთიკის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე.

5. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად ირჩევს ეთიკის კომისიის არაუმეტეს 6 სათადარიგო წევრს.

7. ეთიკის კომისიის სათადარიგო წევრებად აირჩევიან ეთიკის კომისიის წევრობის საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში.

8. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი.

9. თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს ეთიკის კომისიის ახალ წევრს.

10. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატის შესახებ შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

11. ანონიმური წერილი და შეტყობინება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

12. ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით.

13. ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები, გამოჰკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და შეასრულოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა მოქმედებები. სახელმწიფო ორგანომ და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ინფორმაციისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

14. ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით.“.

14. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება, თუ მის მიერ სადავო ქმედების ჩადენიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისათვის მიმართვამდე გასულია 5 წელი.“.

15. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა

ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელიც ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ ან ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში.“.

16. 35-ე და 351 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი

1. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია თავის სხდომაზე განიხილავს კოლეგიურად, 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს ეთიკის კომისია განიხილავს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 8 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი დაერთვის გადაწყვეტილებას.

2. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით.

3. ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია. ამასთანავე, ეთიკის კომისია უფლებამოსილია ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩაატაროს საჯარო სხდომა. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება. მხარეებს უფლება აქვთ, მიიღონ ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება.

4. ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დისციპლინური საქმის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით.  საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი, საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით. ამასთანავე, ადვოკატის არასაპატიო მიზეზით ხელმეორედ გამოუცხადებლობა საქმის განხილვას არ აბრკოლებს.

5. ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს და გაეგზავნოს მხარეებს მისი საჯაროდ გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

მუხლი 351. დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი

1. ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის  ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ატყობინებს მხარეებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII1 თავით დადგენილი საპროცესო წესით, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.

3. დისციპლინური საქმის წარმოების მხარეები არიან: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატი, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო.

 4. დისციპლინური საქმის წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა უნდა ჩატარდეს საჯაროდ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აღინიშნება:

ა) სადისციპლინო პალატის სხდომის თარიღი;

ბ) სადისციპლინო პალატის სხდომის დაწყების დრო;

გ) დისციპლინური საქმის განმხილველი სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

დ) დისციპლინური საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

ე) სხდომაზე წარმოდგენილი მხარეებისა და სხვა პირების შესახებ ინფორმაცია;

ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები;

ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები;

თ) სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი;

ი) სადისციპლინო პალატის სხდომის დამთავრების დრო.

7. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოებათა შეტანის თაობაზე, რომლებსაც, მათი აზრით, დისციპლინური საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ელექტრონული საშუალებითაც.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

10. თუ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროა, დისციპლინური საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს წერილობით. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები. გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება. სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ევალება, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და აღნიშნული ბარათი გაუგზავნოს ადვოკატს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.“.

17. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.  ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2266-IIს