მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.020536
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
221
11/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
300010000.10.003.020536
მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/05/2018 - 20/12/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2018 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების III თავის პირველი პუნქტის 1.1 პუნქტის შესაბამისად, მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

1. შეიქმნას მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

აკაკი ზოიძე − საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დიმიტრი ქუმსიშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

მიხეილ ჯანელიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი;

მამუკა ბახტაძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დავით სერგეენკო − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

მიხეილ ჩხენკელი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

ლევან დავითაშვილი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

მაია ცქიტიშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

მიხეილ გიორგაძე − საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი;

თეა წულუკიანი − საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

სოზარ სუბარი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;

ზაზა გაბუნია − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარე;

ზვიად კვაჭანტირაძე − საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

მარიამ ჯაში − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;

სოფიო კილაძე − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

გედევან ფოფხაძე − საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე;

ზურაბ პატარაძე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ირაკლი ქადაგიშვილი − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

გრიგოლ ნემსაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

მერაბ ჭანუყვაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

ლევან შონია − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

არჩილ ჯაფარიძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

კახა სამხარაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

ლევან ზაუტაშვილი − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

აკაკი მაჭუტაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

ვაჟა ლორთქიფანიძე − შესაბამისი სფეროს ექსპერტი;

თამარ ჩიბურდანიძე ლომთაძე − შესაბამისი სფეროს ექსპერტი.

2.  საბჭოს სხდომებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებმა, სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლებმა, შესაბამისი სფეროს ექსპერტებმა.

3. დამტკიცდეს თანდართული მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



                                                
მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“   დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის დადგენილების საფუძველზე, 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.

2. საბჭოს მიზანია ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების (დეპოპულაციის) შეჩერების ხელშეწყობა; საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის რაციონალიზაციით ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაცია, ქვეყნის მოსახლეობის ბოლოდროინდელ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ამით ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული და შესაძლო რისკების თავიდან აცილების უზრუნველყოფა.

3. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. საბჭოს შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები

საბჭო:

ა) „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ შესაბამისად, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელების, შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში;

გ) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს;

დ) განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში;

ე) ყოველწლიურად განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;

ვ) ახორციელებს სტრატეგიის შესრულების შუალედურ შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიის დახვეწის მიზნით. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საბჭო ახორციელებს მათი შესრულების საბოლოო შეფასებას და ანგარიშს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას;

ზ) განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საბჭო უფლებამოსილია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები კანონმდებლობის რეფორმის, დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის  სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;    

გ) საბჭოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით  შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი (ჯგუფები) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სფეროს ექსპერტების მონაწილეობით;

დ) ითანამშრომლოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის  სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიმართულებით თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი ღონისძიებების გატარების გზით, საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესების, ერთობლივი მოქმედების ხელშეწყობისა და არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით.

მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს ხელმძღვანელობს და საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

3. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება ექვს თვეში ერთხელ.

4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საბჭოს თავმჯდომარის მიერ საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა.

5. საბჭოსთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში  იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს  საბჭოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული მდივანი. საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს, სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.

6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს.

8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია   საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 5დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.