„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020531
216
11/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
300160070.10.003.020531
„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №216

2018 წლის 11 მაისი

   ქ. თბილისი

 

„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2016, 300160070.10.003.019250) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.“.

2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნს.

3. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გაუტეხელი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და/ან გადამუშავებული თხილის გულის ნიმუშის დიდი ზომის შეფუთვებიდან ხდება ნიმუშების აღება და შერევა – გაერთიანებული ნიმუშის ფორმირება. დიდი ზომის შეფუთვის ერთეულების რაოდენობა, საიდანაც ხდება გაერთიანებული ნიმუშის ფორმირება და ნიმუშის წონა განისაზღვრება გამოსაკვლევ მაჩვენებლებზე ნიმუშის აღების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტისა და სტანდარტებით განსაზღვრული მეთოდების გამოყენებით.“.

4. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თხილის ექსპორტისას:

ა) ბიზნესოპერატორი ვალდებულია, პარტიის ფორმირების დასრულების შემდეგ განახორციელოს შესაბამისობის შეფასების პროცედურები;

ბ) ბიზნესოპერატორმა უნდა მიმართოს სააგენტოს და სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით აიღოს ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის;

გ) ნიმუშის აღების დასრულებისთანავე, სააგენტო ახდენს დიდი ზომის შეფუთვის დალუქვას;

დ) ბიზნესოპერატორმა ლაბორატორიული კვლევის შედეგები უნდა წარუდგინოს სააგენტოს;

ე) რეფერენტული გამოცდისათვის ნიმუში აღებული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ, რომელიც ინახება პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.“.

5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ლაბორატორიული კვლევისთვის  საექსპორტო თხილის მაჩვენებლებს, ასევე ნიმუშის აღების სიხშირეს განსაზღვრავს სააგენტო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი სექტემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი