„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2269-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110060000.05.001.018831
2269-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
110060000.05.001.018831
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის ვადაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2269-IIს