დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2289-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010010010.04.001.016219 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მაისი 2018 წ. N2289-IIს |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №16, 26.07.2008) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა , ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით , მისი ფუძემდებლური პრინციპებით და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით , ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას .
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული . 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ “ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში . 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონით . აღნიშნული ინიციატივის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით . 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები . 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას . მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებია : ა ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ; ბ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ; გ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ; დ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ; ე ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება . 2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები . მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი . მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3, რომელსაც გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი : 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდისფერი , ხოლო 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის . დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება ერთვის ამ კონსტიტუციას . 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი არის ტალღისებურად გადაკვეთილი ჰერალდიკური ფარი , ცენტრში მცირე ჰერალდიკური ფარით . მცირე ჰერალდიკურ ფარზე მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი , ვერცხლის შუბოსანი , ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი , ვერცხლის ცხენზე ამხედრებული ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი . ფარის პირველ ნაწილში მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს ციხე . ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდ ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა ორი ერთზე . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულება ერთვის ამ კონსტიტუციას . 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშისა და გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით .
თავი II აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები , ფინანსები და ქონება მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით , „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ “ საქართველოს კონსტიტუციური კანონით , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით , საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით . 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილებებია : ა ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღება ; ბ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა ; გ ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების კონტროლი ; დ ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა ; ე ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის , ტყისა და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა ; ვ ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება ; ზ ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვა ; თ ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო , სამეცნიერო , შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნა , მართვა და მხარდაჭერა ; ი ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება ; კ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამსახურის მართვა . 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ეკონომიკის , სოფლის მეურნეობის , ტურიზმის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის , განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის , გარემოს დაცვის სფეროში , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან . 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ახორციელებს სახელმწიფოს მიერ კანონით დელეგირებულ უფლებამოსილებებს . მუხლი 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსური ავტონომია და ქონება 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით . 2. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება , რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით . მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 1. უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონს . 2. მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტი . მთავრობის თავმჯდომარე მომდევნო საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 თვისა . ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ . ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა . 3. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა . მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯის გაღება , თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს . 4. კანონპროექტი , რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას , შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას , უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ , ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში . 5. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე , ხარჯები დაიფარება კანონით დადგენილი წესით , წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით . 6. ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის განკუთვნილი მიმდინარე სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით . 7. ბიუჯეტის კანონს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე -19 მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე . 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შედგენისა და განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით .
თავი III აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს სტატუსი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო , რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას , აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს . 2. უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით . უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს უმაღლესი საბჭოს წევრის , კომიტეტის ან ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს უმაღლესი საბჭო . რეგლამენტს აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე . მუხლი 9. უმაღლესი საბჭოს არჩევნები
1. უმაღლესი
საბჭო
შედგება
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ტერიტორიაზე
რეგისტრირებული
საარჩევნო
უფლების
მქონე
საქართველოს
მოქალაქეების
მიერ
საყოველთაო
, თანასწორი
და
პირდაპირი
საარჩევნო
უფლების
საფუძველზე
ფარული
კენჭისყრით
4 წლის
ვადით
პროპორციული
სისტემით
არჩეული
15 და
მაჟორიტარული
სისტემით
არჩეული
6 დეპუტატისაგან
. 3. უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან , რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც . უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი , რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა . 4. პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე , რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს . 5. უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით . 6. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია . მუხლი 10. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი . 2. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იხსნება , თუ სხდომას ესწრება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა . ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს . უმაღლესი საბჭო სრულ უფლებამოსილებას იძენს უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან . მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია . 2. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო , რომელიც მას გაანდეს , როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს . 3. უზრუნველყოფილია უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები . 4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას . უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას . უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო , პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას , თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას . 5. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭო . უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
6. უმაღლესი
საბჭოს
წევრს
უფლებამოსილება
ვადამდე
შეუწყდება
, თუ
იგი
: ბ ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას ; გ ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს ; დ ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ; ე ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში , სასამართლომ ცნო უგზო -უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ; ვ ) გარდაიცვალა ; ზ ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას ; თ ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით . 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით . 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იღებს კანონმდებლობით დადგენილ გასამრჯელოს . მუხლი 12. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე 1. უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით , რეგლამენტით დადგენილი წესით , ფარული კენჭისყრით , სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს . 2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას , უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას , ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს , ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს . უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს შენობაში . 3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში , აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს . მუხლი 13. უმაღლესი საბჭოს ბიურო , კომიტეტები და ფრაქციები 1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისათვის იქმნება უმაღლესი საბჭოს ბიურო , რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე , უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე , უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და უმაღლესი საბჭოს ფრაქციების თავმჯდომარეები . 2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების , გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის , უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება კომიტეტები . 3. უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში რეგლამენტით დადგენილი წესით . ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები . ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია . უმაღლესი საბჭოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი , მისი უფლებები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით . მუხლი 14. უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია 1. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლეს საბჭოში იქმნება დროებითი კომისია . 2. დროებით კომისიაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც . დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები . 3. დროებითი კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება , აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების წარმომადგენლებისათვის . მუხლი 15. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია 1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას , მთავრობის წევრს , უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს . უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა . 2. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას , უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას , უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს , მთავრობის წევრს , რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს სხდომაზე . პასუხი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს განხილვის საგანი . მუხლი 16. უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა 1. უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ . საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს , ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს . 2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის , უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით , სესიებს შორის პერიოდში იწვევს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას , ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას . თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა , უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში . ასეთ შემთხვევაში , უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე . 3. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის თაობაზე ერთვის განსახილველ საკითხთა ნუსხა . 4. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია და სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილი დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე .
5. უმაღლესი
საბჭოს
სხდომები
საჯაროა
. უმაღლესი
საბჭო
დამსწრეთა
უმრავლესობით
, მაგრამ
არანაკლებ
სრული
შემადგენლობის
ერთი
მესამედისა
, იღებს
გადაწყვეტილებას
ცალკეული
საკითხების
განხილვისას
სხდომის
ან
სხდომის
ნაწილის
დახურულად
გამოცხადების
შესახებ
. გადაწყვეტილება
სხდომის
ან
მისი
ნაწილის
დახურვის
შესახებ
განიხილება
და
მიიღება
დახურული
წესით
. უმაღლესი
საბჭოს
ღია
სხდომის
ოქმი
საჯაროა
. 7. უმაღლესი საბჭოს მიერ ან მისი მონაწილეობით განწესებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია , ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს უმაღლესი საბჭოს , მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს , პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში . ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს უმაღლესმა საბჭომ , კომიტეტმა ან კომისიამ . მუხლი 17. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო : ა ) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა კანონებს ; ბ ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ; გ ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ; დ ) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებს და საპატიო წოდებებს ; ე ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით , „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ “ საქართველოს კონსტიტუციური კანონით , საქართველოს კანონმდებლობით , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს . მუხლი 18. კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ : აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს , უმაღლესი საბჭოს წევრს , უმაღლესი საბჭოს კომიტეტს , უმაღლესი საბჭოს ფრაქციას , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 2 000 ამომრჩეველს . 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიღებულად ითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა , მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა , თუ ამ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი . 3. უმაღლესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა , მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა , თუ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების სხვა წესი . მუხლი 19. კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება 1. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი 5 დღის ვადაში ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს . 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს , გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში ან შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს . 3. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შენიშვნებით დააბრუნებს კანონს , უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს . შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა , რაც კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი . თუ შენიშვნები მიღებულია , კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს , რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას . 4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები , კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას . კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა . უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს , რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას . 5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი უმაღლეს საბჭოს ან ამ მუხლის მე -3 ან მე -4 პუნქტით დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი , მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე . 6. კანონი ძალაში შედის ოფიციალურ ორგანოში მისი გამოქვეყნებიდან მე -10 დღეს , თუ იმავე კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი . მუხლი 20. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე . 2. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო . დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე . 3. დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი საჭიროებს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში . თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს კანონს , იგი ძალადაკარგულად ჩაითვლება . 4. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე -60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა . უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე -60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი .
თავი IV აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო . 2. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე . 3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისაგან . 4. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა , გარდა პარტიულისა , ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას , იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის , გარდა სამეცნიერო , პედაგოგიური ან სახელოვნებო საქმიანობისა . 5. მთავრობის სტრუქტურა , უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით , რომლის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე . მუხლი 22. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას . 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე : ა ) ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ; ბ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს ; გ ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას ; დ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს ; ე ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს ; ვ ) ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს ; ზ ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას , ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში ; თ ) ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ “ საქართველოს კონსტიტუციური კანონით , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით , საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს . 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე . იგი წელიწადში ერთხელ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ანგარიშს მთავრობის საქმიანობის შესახებ . მუხლი 23. მთავრობის დამტკიცება 1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა . 2. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას , საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობას , რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში . 3. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას , საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს . მუხლი 24. უნდობლობის გამოცხადება 1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას . 2. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს . 3. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 21 დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობას უცხადებს მთავრობას . 4. თუ უმაღლესი საბჭო უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას , დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა . მუხლი 25. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება : ა ) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ; ბ ) უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას ; გ ) მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას ; დ ) უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “, „ბ “ და „გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე . 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო . მუხლი 26. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება : ა ) გადადგომისას ; ბ ) გარდაცვალებისას ; გ ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას ; დ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას ; ე ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ; ვ ) საარჩევნო უფლების დაკარგვისას . მუხლი 27. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო იქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი . 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები შეიძლება შეიქმნას : განათლების , კულტურის , სპორტის , ტურიზმის , სოფლის მეურნეობის , გარემოს დაცვის , ფინანსების , ეკონომიკის , ინფრასტრუქტურის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში . 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე .
თავი V აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება და გადასინჯვა მუხლი 28. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერით და ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე . 2. კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლება აქვს მთავრობის თავმჯდომარეს , უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 20 000 ამომრჩეველს . 3. კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლეს საბჭოს , რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო -სახალხო განხილვისათვის . უმაღლეს საბჭოში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან სამი კვირის შემდეგ . 4. კონსტიტუციური კანონი დამტკიცების მიზნით საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად წარედგინება საქართველოს პარლამენტს .“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს კომისია . 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე , რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც . 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია . მუხლი 3 ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების სტატუსის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა . მუხლი 4 ეს კანონი ძალაში შედის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ “ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე .
ჩაქვი , 2018 წლის 21 მარტი №68-უ .ს .რ .ს .
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
აჭარი ს ავტ ონომი ური რესპ უბლიკი ს გერ ბი
|
დოკუმენტის კომენტარები