დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 04/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016050 |
1
04/05/2018
ვებგვერდი, 04/05/2018
010220020.34.059.016050
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ 23.05.2006 წ. №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:
|
1.
11 მუხლის „ქ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) უსკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე განკარგულებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;“. |
2.
11 მუხლს „შ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს „შ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ1) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში განკარგულებით ცნობად იღებს საარჩევნო ოლქის მიერ ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების შესახებ აქტს;“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები