ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016351
31
02/05/2018
ვებგვერდი, 08/05/2018
010250000.35.113.016351
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2018 წლის 2 მაისი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი  გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35.113.016215);

ბ) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 მარტის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016071).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი
ადგილობრივი  გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი.
მუხლი 3
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტი.
მუხლი 4
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი.

მუხლი 5
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

 1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო

73

 2

სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

20

 3

საძოვარი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

16

 4

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

 

2. ტყის მიწებზე (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის №1-№3 გრაფებში დადგენილი ოდენობით.

მუხლი 6
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი 1მ2

(ლარი)

1

ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე

0.24

1.2

0.288

2

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გარდა დაბა ურეკისა და ქალაქ ოზურგეთისა)

0.24

1.1

0.264

3

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში

0.24

1.3

0.312

 

მუხლი 7
1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება  600 კვადრატულ მეტრს;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.

მუხლი 8
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.