სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების პირველი მოწვევის შესახებ

სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების პირველი მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13/112
დოკუმენტის მიმღები სს „ენერგოკავშირი“
მიღების თარიღი 01/05/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2018
სარეგისტრაციო კოდი
13/112
01/05/2018
ვებგვერდი, 02/05/2018
სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების პირველი მოწვევის შესახებ
სს „ენერგოკავშირი“
განცხადება

სს „ენერგოკავშირის“

მორიგი საერთო კრების პირველი მოწვევის შესახებ

  

სს ,,ენერგოკავშირი” იწვევს საზოგადოების აქციონერებს პირველი მოწვევის მორიგ საერთო კრებაზე 2018 წლის 23 მაისს, ოთხშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დას. I მ/რ; მე-5 კორპ.

 

დღის წესრიგი:

 

1. 2017 წლის წლიური ანგარიში;

2. 2017 წლის დირექტორის ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

3. 2017 წლის სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

4. აუდიტორის არჩევა.

5. საზოგადოების აქციონრებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ საკითხის გადაწყვეტა.

დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ენერგოკავშირის” ოფისში.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსგან, როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნება მმართველ ორგანოში 2018 წლის 13 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს „კავკასრეესტრში” 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ სს „კავკასრეესტრში”, მის:  ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, თბილისი 0186, ტელ.: 222-07-18.

 

სს ,,ენერგოკავშირის“

გენერალური დირექტორი                                                              ვაჟა მაისურაძე