,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 07/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
105
06/04/2010
სსმ, 36, 07/04/2010
000000000.00(0).000.000000
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, III ნაწილი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და 992 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 992. საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება

საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლის ან/და შეკეთების შემთხვევაში უნდა შედგეს ლიფტის გამოცდის აქტი. გამოცდის აქტის შედგენაში მონაწილეობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. გამოცდის აქტი დამოწმებული უნდა იყოს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციისა და შეკეთების განმახორციელებელი სპეციალიზებული სამსახურის მიერ.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური