დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 70/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 24/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016298 |
|
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების თანდართული წესი.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესი“; ბ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მიზანია დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების საკითხები. 2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკების ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა: ა) დაარღვია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები, წერილობითი მითითებები; ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტს; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე.“; გ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება) ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობისას ბანკი ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის ან/და ქმედების წარმოების/განხორციელების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე.“; გ.დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ე) მე-5– მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით: ა) პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში გამოუქვეყნებლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციისა და გამოქვეყნებული კვარტალური ან წლიური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 6. ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით: ა) ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ან შემუშავებული ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) წლიური ზოგადი ფინანსური ანგარიშგების, აუდიტორის დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის დადგენილი ფორმითა (მათ შორის, არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა) და/ან დადგენილ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; გ) აუდიტორთან ზოგადი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლის, აუდიტორის მიერ ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის ან ასეთ ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის შემთხვევაში – თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ე) ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის შემთხვევაში – აღურიცხველობის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ვ) ეროვნულ ბანკში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში – დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ზ) კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე; თ) ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულებით გათვალისწინებული ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით: ა) ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებული კომიტეტების კრების ოქმების ან/და ოქმებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების, წარმომადგენლობისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; გ) ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დ) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;” ვ) წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით; ზ) კომერციული ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას (საზედამხედველო არბიტრაჟი) თითოეულ შემთხვევაში იწვევს დაჯარიმებას – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ბანკი შესაბამისი მოკვლევის/მტკიცებულების საფუძველზე დაადგენს ასეთის არსებობას.“; გ.ვ) 81 – მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81. ეროვნული ბანკის მოთხოვნ(ებ)ისა და/ან წერილობითი მითითებ(ებ)ის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. 82. ეროვნული ბანკის მოთხოვნ(ებ)ისა და/ან წერილობითი მითითებ(ებ)ის მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. 83. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს ბანკის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 9. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები. 10. ამ მუხლში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები