დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2198-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.001.018824 |
|
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 47-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას.“; ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე−36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 2. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. სამინისტრომ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტის − „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 20 აპრილი 2018 წ. N2198-IIს |
დოკუმენტის კომენტარები