დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 182 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.10.003.020497 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
182
17/04/2018
ვებგვერდი, 19/04/2018
010100000.10.003.020497
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (19/04/2018 - 17/02/2020)
|
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2018-2020 წლებისთვის) (შემდგომში – სამოქმედო გეგმა). |
მუხლი 2 |
1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ეთხოვოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში (2018-2020 წლებისთვის) ჩართულ შესაბამის უწყებებს კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა სამოქმედო გეგმაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები