„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.020495
180
16/04/2018
ვებგვერდი, 17/04/2018
470230000.10.003.020495
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2018 წლის 16 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. მე-4 მუხლის:

) „2ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის3და4ქვეპუნქტები:

„კ3) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები, რომლებიც არ არიან აღრიცხულნი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო გასაცემლების მიმღებად შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსით, შესაბამის პროგრამულ მომსახურებას მიიღებენ განცხადებითა და შშმ პირის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან;

4)  ამ  დადგენილებით  დამტკიცებული  №1  დანართის  მე-2  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც შეუჩერდათ სახელმწიფო გასაცემელი, შესაბამისი პროგრამული მომსახურება უგრძელდებათ უწყვეტად, თუ გასაცემლის შეჩერება არ უკავშირდება ასეთი სტატუსის შეჩერებას, ცვლილებას/დაკარგვას, აგრეთვე, ასეთი  პირის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნას;“;

) 42 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 მუხლი:

მუხლი 43. „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირისთვის მიყენებული ზიანის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურების შეთხვევაში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრს  ეკისრება განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის ვალდებულება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

) მე-4 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება:

ა.ა) რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს;  

ა.ბ) რომელთანაც ჯერ არ ყოფილა გაფორმებული ხელშეკრულება და რომლის მიერ მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის მიმართვის წინა 12 თვის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >500-ზე, ხოლო 2019 წელს − >750-ზე, აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული  წელი; 

ა.გ) რომლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >500-ზე, ხოლო 2019 წელს − >750-ზე;

ა.დ) ამ პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება საუნივერსიტეტო სტაციონარებზე – სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილ, მრავალპროფილიან, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე,   კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებშიც სამეანო ნეონატალური მიმართულებით მიმდინარეობს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა;“;

) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების საფუძველზე დაფიქსირებული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს პაციენტის გაწერიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს და ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

) მე-19 მუხლის:

.) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით  შეტყობინების საფუძველზე გადაცემული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შესახებ ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის  მიერ  მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.“;

.) 22- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე, რომელიც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს, თუ მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი გადააჭარბებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთების რაოდენობის (გარდა  23-ე მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთისა)   საკეისრო კვეთის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობაზე ნამრავლით მიღებული ოდენობით, რომლის აღსრულება განხორციელდება ამ დანართის 191 მუხლის შესაბამისად.“;

) 23- მუხლის:

.) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. 2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა ამ დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), რომლის ფორმასა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 ივნისამდე. ამასთან, მოსარგებლის თანხმობის ფორმის ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლოდ გადაცემას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.“;

.) 324 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„324. ამავე მუხლის 38-ე, 41-ე, 45-ე და 47-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.“;

.) 37- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ამ დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ფინანსდება ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით, ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, უფლება აქვს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება გაწიოს დანართ №1.2-ის პირველი პუნქტის („გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება“) 1.5, 1.6, 1.9, 1.10 და 1.11 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა და №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მოსარგებლეებისათვის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მცირე ქირურგიული ოპერაციებისა და მანიპულაციების შესაბამისად.“;

.) 38- პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 პუნქტი:

„381. თუ თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და  ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი პირი ვეღარ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, განმახორციელებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-14 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ამასთან პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ.ბ“, „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.  

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი