საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016476
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
13/04/2018
ვებგვერდი, 20/04/2018
010250000.35.148.016476
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/04/2018 - 14/05/2018)

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2018 წლის 13 აპრილი

ქ. გორი

 

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესი დანართი №1-ის სახით;

ბ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №2-ის სახით;

გ) საჯარიმო    ქვითრის ადმინისტარციულ  სამართალდარღვევათა  ოქმის თანდართული ფორმა დანართი №3-ის სახით;

დ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი დანართი №4-ის სახით;

ე) დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტი დანართი №5-ის სახით;

ვ) დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი დანართი №6-ის სახით.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების  და  ჩაბარების  წესის, საჯარიმო ქვითრის  (ოქმის) წარმოების  და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო  ქვითრის  ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა   ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული  ან გამოსაყენებლად  უვარგისი საჯარიმო  ქვითრის (ოქმის)  ჩამოწერის აქტის   და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  08/02/2017, 010250000.35.174.016202 ).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №1

საჯარიმო  ქვითრის (ოქმის) შევსებისა  და  ჩაბარების

წესი


მუხლი 1
1.  ეს  წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაზღვრული დგომა-გაჩერების წესების დაცვას ავტოტრანსპორტის მფლობელთა მიერ.

მუხლი 2
საჯარიმო  ქვითარს (ოქმს) ავსებს გორის მუნიციპლიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი პირი(შემდგომში უფლებამოსილი პირი).
მუხლი 3
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც მისი შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ვერ დადგინდება დამრღვევი პირი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი) პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და დამრღვევი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) ჯარიმის თანხას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
2. საჯარიმო  ქვითარი (ოქმი) (დანართი №3) იმავდროულად  წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ყუა.
მუხლი 4
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელის მოწერით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც დამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება უფლებამოსილ პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, მეორე ეგზემპლარი განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო  საშუალების  მესაკუთრეს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე.

4. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5

1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილს ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.

2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) I ნაწილში უფლებამოსილი პირის მიერ უნდა მიეთითოს:

ა) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, კერძოდ, ავტოტრანსპორტის კონკრეტული მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა;

ბ) საჯარიმო ქვითრის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო;

გ) მონაცემები სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თაობაზე – ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი;

დ) გადასაფხეკი ბარათის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და დარღვევის არსი;

ვ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი;

ზ) ქვითრის ჩაბარების ფორმა;

თ)  დამრღვევის  ადგილზე  ყოფნის  შემთხვევაში  მისი  სახელი,  გვარი,  მისამართი  და  პირადობის

დამადასტურებელ დოკუმენტში (პასპორტში, მართვის მოწმობაში) აღნიშნული პირადი ნომერი;

ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა; კ) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი პირი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩაბარებისას დამრღვევი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიღების ფაქტს ადასტურებს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელმოწერით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის მონაცემებიც უფლებამოსილი პირის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა, ან თუ ასეთი ელექტრონული მოწყობილობა არ არსებობს, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

6. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება შეიძლება განხორციელდეს ისეთ პოლიგრაფიულ სისტემაში, რომ მისი ერთი ეგზემპლარის შევსებით გადასატანი ფურცლის საფუძველზე ავტომატურად ხდებოდეს დანარჩენ ეგზემპლარებზე შესაბამისი ინფორმაციის იდენტურად ასახვა.

7. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია საჯარიმო ქვითარში (ოქმში) გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ან/და მისი დაზიანებისას ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი (ოქმი). დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება დადგენილი წესით.

8. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად.

მუხლი 6
უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.
მუხლი 7
პირს, ვის მიმართაც არის შედგენილი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სასამართლოში.

დანართი №2
საჯარიმო  ქვითრის  (ოქმის)  წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი პირის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) მიერ შესადგენი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.


მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამზადება და დამცავი ნიშნები

1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მზადდება უფლებამოსილი პირის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2. საჯარიმო ქვითრებით (ოქმებით) მომარაგებას უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამოუკიდებლად.

3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის დადგენილი წესით რეგისტრაციის ნომერი. საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) პოლიგრაფიული წესით დაიტანება უწყვეტი თანმიმდევრობის, ინდივიდუალური (უნიკალური, განუმეორებელი) 6-ციფრიანი ნომერი.

4. დამზადებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის    უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.


მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.

3. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა- ანგარიშგებაზე უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.


მუხლი 4. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი
1. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან საჯარიმო ქვითრების (ოქმების) გაცემა აღრიცხონ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში, რომლის ფორმაც დამტკიცებულია №4 დანართში.

2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი სრულდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი უნდა შესრულდეს გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. დაზიანების ან/და არასწორი მონაცემების შევსების შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ჟურნალის ,,შენიშვნის“ გრაფაში.

3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი), მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4).

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.


მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერა
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად, რომლის ფორმაც დამტკიცებულია №5 დანართით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოწერის აქტის საფუძველზე აღირიცხება ჟურნალში, რომლის ფორმა დამტკიცებულია №6 დანართით, ხოლო ჟურნალის წარმოებისა და შევსების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

4. გამოსაყენებლად უვარისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად.



დანართი №3

საჯარიმო ქვითარი


1.

ნაწილი პირველი

 

 

საჯარიმო ქვითარი -

 

 

ადმინისტრაციულ                                         №000000 სამართალდარღვევათა ოქმი

 

მანქანის ნომერი:        თარიღი, დრო: მოდელი:   

მდებარეობა:            გადასაფხეკი ბარათის ნომერი:  ქვითრის ჩაბარების ფორმა: ქუჩა:

დარღვევა:

 

 ასკ-ის შენიშვნა:

 

უფლებამოსილი    პირი:

უფლებამოსილი  პირის   სამკერდე ნომერი:

 ჯარიმის ოდენობა:

 

 

----------------------------------------------------

 

უფლებამოსილი პირის   ხელმოწერა

  

დამრღვევის გვარი, სახელი: ---------------------------------------------------

 

 

მისამართი:    ------------------------------------------------- პირადი -------- --------- ხელმოწერა ;

2.

მე-2 ნაწილი

 

ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში                              №000000

 

-------------------------------------                   ---------------------------------------

გადამხდელის სახელი, გვარი                   ჯარიმის ოდენობა

 

 

 

 

 

 

-------------------------------------            -----------------------------------

გადამხდელის მისამართი                 გადამხდელის ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

---------------------------------------            ----------------------------------------

სახაზინო კოდი                                 ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან გადამხდელის მიერ.

 

 

 

 

-------------------------------------

ხელმოწერა

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მოქალაქეს აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში.

საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს ამ ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ამსახველი  ფოტომასალის  ნახვა  შესაძლებელია  უფლებამოსილ პირს  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: -------------------; ცხელი ხაზი: -------------------


დანართი №4
საჯარიმო   ქვითრის ( ოქმის ) აღრიცხვის ჟურნალი

გაცემის თარიღი

 

 

 

საჯარიმო

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები

შედგენილი

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი

 

 

 

 

შენიშვნა

პასუხისმგებელი პირი

პირი

პირი

ქვითრის

(ოქმის)

საჯარო ქვითრის

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

ნომერი №

(ოქმის) N

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 5

დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტი დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის

აქტი №


საჯარიმო ქვითრის

ოქმის №

რაოდენობა

თარიღი

ჩამოწერის საფუძვლები

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტის მიხედვით  წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი პირი:

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი:                                                                                           ----------------------


დანართი 6

დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი


დაბრუნების თარიღი

ჩამოწერის აქტის №

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ინდივიდუალური

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დამბრუნებელი  პირი

დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები პირი

შენიშვნა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


12. 09/06/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 29 - ვებგვერდი, 12/06/2023 11. 18/04/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 19/04/2023 10. 10/03/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 13/03/2023 9. 12/03/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 16/03/2021 8. 10/07/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 13/07/2020 7. 08/05/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 11/05/2020 6. 13/03/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 17/03/2020 5. 14/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 18/02/2020 4. 13/12/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 53 - ვებგვერდი, 17/12/2019 3. 08/11/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 48 - ვებგვერდი, 13/11/2019 2. 25/05/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 61 - ვებგვერდი, 04/06/2018 1. 14/05/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 46 - ვებგვერდი, 21/05/2018