საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020494
179
12/04/2018
ვებგვერდი, 16/04/2018
040030000.10.003.020494
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №179

2018 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის  თანამშრომელს (შემდგომში − თანამშრომელი), რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და ამ მიზნით ბინას ქირაობს სსიპ – შემოსავლების სამსახური.

2. თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. გადაწყვეტილებას თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი