ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010100000.10.003.020490
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
175
11/04/2018
ვებგვერდი, 13/04/2018
010100000.10.003.020490
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/04/2018 - 12/02/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2018 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

 

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად საქართველოს სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა  2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
მუხლი 2
1. სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელების მიზნით:

ა) დაევალოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას (შემდგომში – უწყებათაშორისი კომისია), სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა;

ბ) სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ეთხოვოთ საქართველოს საერთო სასამართლოებსა და სამოქმედო გეგმაში ჩართულ სხვა უწყებებს, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება.

2. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშები წარუდგინონ უწყებათაშორის კომისიას ექვს თვეში ერთხელ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი