სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2738
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025311
2738
28/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025311
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთვრობის

განკარგულება №2738

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოსწითელ ნუსხაშიშეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. 154 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭოროხის“ მშენებლობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: 205169066) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის 318 635 კვ. მ მიწის ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №22.32.02.927; №22.32.02.926; №22.32.02.923; №22.32.02.924; №22.32.02.921; №22.31.03.827; №22.32.02.925; №22.36.01.203; №22.36.01.201; №22.36.01.202; №22.36.01.204; №22.32.01.999; №22.32.05.003; №22.32.05.001; №22.32.01.065; №22.31.03.829; №22.31.03.825; №22.36.01.206; №22.32.02.920; №22.31.03.823; №22.32.02.922; №22.31.03.826; №22.31.03.824; №22.28.11.115; №22.28.11.119; №22.28.11.117; №22.28.11.116; №22.32.04.002; №22.31.03.828; №22.32.04.001; №22.36.01.205; №22.32.05.002; №22.28.11.118; №22.28.11.121; №22.28.11.120; №22.32.01.998) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა განესაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

2. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 1959 (ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი) ინდივიდი;

ბ) „პატარა თელადუმა“ (Ulmus minor Mill.) – 19 (ცხრამეტი) ინდივიდი;

გ) „მცირენაყოფიანი ბალამწარა“  (Cerasus microcarpa C.A Meyer) – 13 (ცამეტი) ინდივიდი;

დ) „კაკლის ხე“ ( Juglans regia L)  8 (რვა) ინდივიდი.

3. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი.