შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2728
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025322
2728
28/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025322
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2728

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია), ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს ახალციხის მუნიციპალიტეტში ამორტიზებული V=2x800მ³ რეზერვუარების ნაცვლად ახალი რეზერვუარების სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.

3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი