„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020485
169
10/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
010110020.10.003.020485
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №169

2018 წლის 10 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დაევალოთ: სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს და სსიპ – ეროვნულ საშენ მეურნეობას − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამმხრივი ხელშკრულება – სააგენტოს, მონაწილესა და მომწოდებელს (პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ახორციელებს საჭირო საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას) შორის გაფორმებული ხელშეკრულება დანართ №3-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის შესყიდვაზე;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აღჭურვილობა – ამ პროგრამის დანართ №1-ით, №2-ით, №3-ით, №4-ითა და №5-ით გათვალისწინებული ტექნიკა, დანადგარები და აღჭურვილობა;“;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვები

1. სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:

ა) დანართ №1-ით, №2-ითა და №3-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა დანართების შესაბამისად;

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის წალკის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოების ასაშენებლად საჭირო საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

2. დანართ №4-ითა და №5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის შესყიდვას უზრუნველყოფს შპს „მექანიზატორი“.

3. დანართ №4-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემათ ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, ხოლო  დანართ №5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემა ყველა მონაწილეს, გარდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღჭურვილობის საკუთრებაში გადაცემა ხდება  მისი საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც  სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების ეროვნული სააგენტო) უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.“;

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ე.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ყველა მეპაიე რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში. ხოლო, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 11 მეპაიე, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც მიეკუთვნება იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც რეგისტრირებულია პრეტენდენტი;“;

ე.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;“;

ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პრეტენდენტის მეპაიეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი პიროვნების რეგისტრაციის შესახებ;“;

ზ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) წევრთა რეესტრის ასლი.“;

თ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით (გარდა ამ პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც არ უნდა იყოს 30 სამუშაო დღეზე ნაკლები.“;

ი) მე-7 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტო პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) და პრეტენდენტ მეპაიეთა რაოდენობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას წარუდგენს ქონების ეროვნულ სააგენტოს ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარის უფლებით მიღების მიზნით, პროგრამის მონაწილე შესაბამისი განაცხადით, საგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მონაწილისათვის გადაცემის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობითა და იჯარის უფლებით გადასაცემი სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით მიმართავს ქონების ეროვნულ სააგენტოს.“;

ი.გ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იჯარის ვადა – 25 წელი. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას,  იჯარის ვადა შეადგენს 10 წელს. მონაწილე უფლებამოსილია, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა მოითხოვოს მისთვის სათიბ-საძოვრების სარგებლობაში გადაცემა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;“;

კ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები:

„10. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას  ან/და საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათი ტყითსარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება ამ პროგრამით, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებითა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

11. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომელიც საკითხის ინიციირებას ახდენს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინაშე. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, მონაწილესა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და მონაწილე მიმართავს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

12. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში ტყითსარგებლობის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მონაწილესა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და მონაწილე მიმართავს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“;

ლ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ფარგლებში რძის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება და მონაწილეთათვის გადაცემა

1. პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება და დანართ №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტება. რძის გადამამუშავებელი საწარმოო შენობა-ნაგებობის ფართობი შეადგენს არაუმეტეს 250 მ2-ისა;

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის წალკის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება რძის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტება. რძის გადამამუშავებელი საწარმო შენობა-ნაგებობების ფართობები შეადგენს არაუმეტეს 600მ2-ისა.

2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების მიზნით, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოძიება, რომლის ფართობი შეადგენს 0,5 ჰექტარს;

ბ)  „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების აშენების მიზნით, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით ხორციელდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მოძიება, რომელთა ფართობი შეადგენს 1 ჰექტარს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობის უფლებით, გადაეცემა სააგენტოს.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ფართობების შესაბამისი მიწის ნაკვეთები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში და არ გააჩნიათ შესაბამისი საკადასტრო კოდი, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯს გაწევს სააგენტო.

5. დმანისის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის დასრულებისა და დანართი №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტების შემდეგ, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა აღჭურვილობასთან ერთად პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებითა და ამ პუნქტით განსაზღვრულ შემდეგ პირობებს:

ა) მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;

ბ) პრეტენდენტის მეპაიე თითოეულ კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს (ერთობლივად) საკუთრებაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური/დეკეული.

6. დუშეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დასრულებისა და დანართ №1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტების შემდეგ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა აღჭურვილობასთან ერთად პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-5 მუხლით დადგენილ პირობებს.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას საპრივატიზებო თანხა შეადგენს რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობისა და დანართ №1-ითა და №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის საერთო საბაზრო ღირებულების 25%-ს, რომლის გადახდა ხდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით: პირველ წელს – 0,5%,  მე-2 წელს – 1.5%, მე-3 წელს – 4%, მე-4 წელს – 7%, მე-5 წელს – 12%, მე-6 წელს – 18%,  მე-7 წელს – 25% და მე-8 წელს – 32%.

8. რძის გადამამუშავებელი საწარმოების წყლით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტები.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოების ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწყობას უზრუნველყოფს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობა.

10. გარდა დანართ №1-ითა და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობისა, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეებს გადაეცემათ დანართ №4-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა მისი ღირებულების 10%-ად, ამ პროგრამის მე-4 მუხლის   მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 

11. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ სააგენტოსათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, წარდგენის ფორმას და ვადას განსაზღვრავს სააგენტო.“;

მ) მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მონაწილისათვის დანართ №3-ითა და დანართ №5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის გადაცემის წესი და პირობები“;

ნ) მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მონაწილეებს (გარდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 10%-იანი თანადაფინანსებით, გრანტის სახით გადაეცემათ დანართ №3-ითა და დანართ №5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა.

2. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. ერთი მუნიციპალიტეტიდან ორი ან მეტი განაცხადის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება იმ კოოპერატივის განაცხადი, რომლის მეპაეთა საერთო რაოდენობიდან უფრო მეტი მეპაიეა რეგისტრირებული იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც რეგისტრირებულია პრეტენდენტი. თუ ასეთი მეპაიეების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია, მაშინ  განაცხადები დაკმაყოფილდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ამოწურვამდე.

21. მუნიციპალიტეტ(ებ)ში (გარდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა)  ერთზე მეტი განაცხადის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი განაცხადი დაკმაყოფილდა (ან არ დაკმაყოფილდა ხარვეზის გამო) და პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელია დამატებით განაცხადების დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განაცხადების დაკმაყოფილებისას დაცული იქნება რიგითობა ისე, რომ მუნიციპალიტეტებში განაცხადების დაკმაყოფილებისას პროგრამაში ჩასართავი პრეტენდენტების რაოდენობის ზრდა მოხდება თანაბარი (პროპორციული) პრინციპით.“;

ო) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ამ პროგრამის  მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პრეტენდენტთა განაცხადები დაკმაყოფილდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის მიხედვით.“;

პ) მე-10 მუხლის:

პ.ა) პირველი პუნქტის  „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 2020 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს ყოველწლიურად ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 10%-ით ისე, რომ 2026 წელს ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა გაორმაგდეს (გარდა მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ზ) 2020 წლის 1 იანვრიდან ყოველწლიურად უზრუნველყოს არსებული მსხვილფეხა საქონლის არანაკლებ 5%-ის დაგრილება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით, აწარმოოს ჩანაწერები და აღნიშნულის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი (თარიღისა და ჯიშის მითითებით), გარდა მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

პ.ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოს ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაორმაგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

პ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენს როგორც ხელშეკრულების, ისე ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და მონაწილეს შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის სარგებლობის პირობებს.“;

ჟ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაწილესთან გაფორმებულ იჯარის/ტყითსარგებლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს ახორციელებენ სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო და სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში.“;

რ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლა წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების, იჯარის/ტყითსარგებლობის ხელშეკრულებისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.“;

ს) დანართი №1, №2 და №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                    „დანართი №1

1.5 ტონა რძის საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა

შესყიდვის წელი

ელექტროსასწორი (500 ლიტრი)

1

2018

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რძის გამაცივებელი რეზერვუარი (1000 ლიტრი)      

1

ყველის სახარში აბაზანა, ორთქლით გაცხელებით (500 ლიტრი)

1

საწნეხი ურიკა 2 სექციით (500 ლიტრი)

1

შრატის დასაყოვნებელი ავზი (500 ლიტრი)

1

ყველის ფორმები 

20

ყველის დასაყოვნებელი თაროები 

6-იარუსიანი, 1 იარუსი: 1000 X 1500 მმ, იარუსების საერთო ფართობი 180 კვ. მ

20

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა  (2000 X 800 X 850 მმ)

2

ყველის გადასატანი ურიკა

1

დამბალხაჭოს დერგები (50 კგ)

20

სეპარატორი  ნაღების მოსახდელი (500 ლ/სთ)

1

რძის ბიდონები (ნაღებისთვის) 40-ლიტრიანი

10

ნადუღის კონტეინერი  (10 ლიტრი)

10

ნაღების მოსამწიფებელი აბაზანა შემრევით,

2-კედლიანი (200 ლიტრი)

1

კარაქის სადღვები  (100 კგ)

1

კარაქის დასამუშავებელი დანადგარი (50 კგ/სთ)

1

კალორიფერი თერმოკამერისთვის

1

ხანგრძლივი პასტერიზების აბაზანა შემრევით   ხაჭოსთვის (500 ლიტრი)

1

რძის ტუმბო  (3000 ლ/სთ)

3

რძის ტუმბო  თვითშემწოვი (3000 ლ/სთ)

1

მაცივარი 0; -18,  (კონტეინერი 500 ლიტრი) 

1

დასაყოვნებელი ავზები  (2000 X800 მმ)

4

ვაკუუმ-შესაფუთი დანადგარი

1

წყლის გამაცხელებელი   (200 ლიტრი)

1

სასწორი  (200 კგ)

1

სასწორი  (30 კგ) პოლიეთილენის მასალით შესაფუთი ფუნქციით, მასისა  და თარიღის საბეჭდი სისტემით

1

ურიკა პალეტებისთვის

1

რძის ანალიზატორი

2

PH-მეტრი

1

სამრეწველო არმატურა (დრეკადი მილები 150 მეტრი)

1

ორთქლის წარმომქმნელი დანადგარი 250 კგ/სთ

1

საწარმოო დანიშნულების ავტომანქანები

 

2-ხიდიანი, 2 სექციით, თითო სექცია 1 ტონა

1

სადისტრიბუციო ავტომანქანა რეფრეჟერატორით 

1

ხელოვნური განაყოფიერების აღჭურვილობა

 

მაკეობის დიაგნოსტიკის ულტრაბგერითი აპარატი

1

სტაციონარული დიუარის ჭურჭელი             

1

მობილური დიუარის ჭურჭელი                      

1

ახურების დეტექტორი

1

ხელოვნური განაყოფიერების იარაღები

1

ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსის წინსაფარი

1

სპეცტანსაცმელი

1

თხევადი აზოტის დონის საზომი ხელსაწყო

1

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ბაფთა

1

საოფისე აღჭურვილობა

 

კომპიუტერი

1

პრინტერი

1

კარადა

3

მაგიდა

2

ტუმბო

2

სკამი

10

 

 

 

                                                                                                         

დანართი №2

10 ტონა რძის საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა

შესყიდვის წელი

ელექტროსასწორი (1000 ლიტრი)

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2018

რძის გამაცივებელი რეზერვუარი    (2500 ლიტრი)      

2

რძის გამაცივებელი რეზერვუარი  (2000 ლიტრი)

1

რეზერვუარი ერთკედლიანი (2000 ლიტრი)   

1

ყველის სახარში აბაზანა  ორღერძიანი, ორთქლით გაცხელებით (1000 ლიტრი)

2

შრატის დასაყოვნებელი ავზი (2000 ლიტრი)

2

საწნეხი ურიკა 2 სექციით (1000 ლიტრი)

2

ყველის ფორმები 

120

სასულგუნე მასის მოსაზელი დანადგარი

1

ყველის დასაყოვნებელი თაროები 

6-იარუსიანი, 1 იარუსი: 1000 X 1500 მმ, იარუსების საერთო ფართობი 90 კვ. მ

18

დასაყოვნებელი ავზები (2000 X 800 მმ)

15

ყველის გადასატანი ურიკა

2

პასტერიზატორი ნაკადური მოქმედების, ფირფიტოვანი         

1

სეპარატორი  ნაღების მომხდელი (1500 ლ/სთ)

1

რძის ბიდონები (ნაღებისთვის) 40-ლიტრიანი

20

ნადუღის კონტეინერი  (10 ლიტრი)

20

ნაღების მოსამწიფებელი აბაზანა შემრევით,

2-კედლიანი (300 ლიტრი)

1

კარაქის სადღვები    (200 კგ)

1

კარაქის დასამუშავებელი დანადგარი (50 კგ/სთ)

1

ჰომოგენიზატორი  (1000 ლ/სთ)

1

შუალედური ავზი რძის ჩამოსასხმელი ხაზისთვის, 1-კედლიანი (1000 ლიტრი)

1

რძის ჩამოსასხმელი კომბინირებული ტექნოლოგიური ხაზი:  პოლიეთილენის ბოთლების ტრანსპორტიორი, დოზატორი, ბოთლების სტერილიზატორი ულტრაიისფერი დასხივებით, მარკირების ლაზერული დანადგარი,  ქილების მოსახუფი დანადგარი

1

CIP რეცხვის სისტემა (3 რეზერვუარი, თითო 500 ლიტრი)

1

რძის ტუმბო   (5000 ლ/სთ)

5

რძის ტუმბო  თვითშემწოვი (5000 ლ/სთ)

1

მაცივარი 0; -18,  (კონტეინერი 500 ლიტრი) 

1

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა  (2000 X 800 X 850 მმ)

3

ვაკუუმ-შესაფუთი დანადგარი

1

 

სასწორი  (200 კგ)

1

სასწორი  (30 კგ) პოლიეთილენის მასალით შესაფუთი ფუნქციით, წონისა  და თარიღის საბეჭდი სისტემით

1

ურიკა პალეტებისთვის

1

რძის ანალიზატორი

2

PH-მეტრი

1

სამრეწველო არმატურა  (მილები)

250 მეტრი 

ორთქლის წარმომქმნელი დანადგარი 400 კგ/სთ

1

საწარმოო დანიშნულების ავტომანქანები

 

2-ხიდიანი, 3 სექციით, თითო სექცია 2 ტონა

1

სადისტრიბუციო ავტომანქანა რეფრეჟერატორით 

1

ხელოვნური განაყოფიერების აღჭურვილობა

 

მაკეობის დიაგნოსტიკის ულტრაბგერითი აპარატი

1

სტაციონარული დიუარის ჭურჭელი            

1

მობილური დიუარის ჭურჭელი                      

1

ახურების დეტექტორი

1

ხელოვნური განაყოფიერების იარაღები

1

ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსის წინსაფარი

1

სპეცტანსაცმელი

1

თხევადი აზოტის დონის საზომი ხელსაწყო

1

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ბაფთა

1

სილოსის შესაფუთი დანადგარი

1

ტრანსპორტიორი  (5000 X 500 მმ)

1

სილოსის დამქუცმაცებელ-დამტვირთავი აგრეგატი

1

საოფისე აღჭურვილობა

 

კომპიუტერი

3

პრინტერი

2

კარადა

3

მაგიდა

4

ტუმბო

4

სკამი

20

                                                                                       

დანართი №3

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

შესყიდვის წელი

შესყიდვის წელი

გუთანი 3-კორპუსიანი; საკიდი, ჩარჩოთი, განკუთვნილი ქვიან და მძიმე ნიადაგებში სამუშაოდ; კორპუსების რიცხვი: 3; გუთანი აღჭურვილი: წინმხვნელებით, ბელტის გადამწვენითა და საცვლელი სატეხით; სამუშაო სიღრმე: არანაკლებ 25 სმ-ისა; ერთი კორპუსის მოდების განი: არანაკლებ 35 სმ-ისა; მართკუთხა ჩარჩოს შემთხვევაში: კედლის სისქე არანაკლებ 8 მმ-ისა; საკიდი სისტემა: 3-წერტილიანი, მე-2 კატეგორია; გუთანი აღჭურვილი: სიღრმის მარეგულირებელი თვალით; მასა: არანაკლებ 350 კგ-ისა; ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენაზე; სათადარიგო ნაწილები: კორპუსის დამცავი ელემენტები: ჭანჭიკები 6 ცალი, საცვლელი სატეხები: 6 ცალი; გარანტია: არანაკლებ 12 თვისა

2017

 

 

 

 

 

 

 

 

2018

სათიბელა  სეგმენტური; მოდების განი: არანაკლებ 2000 მმ-ისა; ჭრის სიმაღლე რეგულირებადი, მინიმალური  არა უმეტეს 6 სმ-ისა; სამუშაო ორგანოების აძვრა: ტრაქტორის სიმძლავრის ამრთმევი ლილვიდან (540 ან 1000 ბრ/წთ); აკეცვის მექანიზმი: ჰიდრავლიკური; საკიდი სისტემა: სამწერტილიანი, მე-2 კატეგორია; გარეთა ქუსლზე უნდა ჰქონდეს ღვარეულის სიგანის მარეგულირებელი დაფა; სათადარიგო ნაწილები: ერთი ცალი მთლიანად აწყობილი ცელი, 10 ცალი სეგმენტი, 50 ცალი მოქლონი; სათიბელას აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო, ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ  ენებზე; გარანტია: ექსპლუატაციაში შესვლიდან არანაკლებ 12 თვისა

2017

 

 

 

 

 

 

 

2018

სათიბელა  როტაციული მოდების განი: არანაკლებ 2000 მმ-ისა; ტიპი: როტაციული (დისკებიანი); დისკების რიცხვი: მოდების განის მიხედვით; ჭრის სიმაღლე რეგულირებადი, მინიმალური არა უმეტეს 6 სმ-ისა;  სამუშაო ორგანოების აძვრა: ტრაქტორის სიმძლავრის ამრთმევი ლილვიდან (540 ან 1000 ბრ/წთ); აკეცვის მექანიზმი: ჰიდრავლიკური; საკიდი სისტემა: 3-წერტილიანი, მე-2 კატეგორია (უკან გვერდითი); მჭრელი აპარატი აღჭურვილი უსაფრთხოების დამცავი შალითით; ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო, ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ  ენაზე; სათადარიგო ნაწილები: საჭრელი დანები 10 ერთეული; საგარანტიო ვადა: არანაკლებ 12 თვისა

2017

 

 

 

 

2018

 

 

 

უნივერსალური ფოცხი; მოდებისგანი: არანაკლებ 4 მ-ისა; შესასრულებელი სამუშაოები: მოფოცხვა-ღვარეულების გაკეთება, მოთიბული ზოლების და ღვარეულების გადაბრუნება;  ბორბალ-თითების რაოდენობა: მოდების განის მიხედვით; ტრაქტორთან აგრეგატირება:  საკიდი ან ნახევრად საკიდი;       საკიდი სისტემა:

3-წერტილიანი, მე-2 კატეგორია;  ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო, ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენაზე; გარანტია: არანაკლებ 12 თვისა

2017

 

 

 

2018

 

 

მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხი; მოდებისგანი: არანაკლებ 1500 მმ-ისა; ბარდანისტიპი: მართკუთხა; ბარდანის განივი კვეთის ზომები: არანაკლებ 360X 460 მმ-ისა; ბარდანის სიგრძე რეგულირებადი: 800 მმ-დან 1300მმ-მდე; ბარდანის საშუალო მასა: 20-35 კგ; აძვრის სისტემა: ტრაქტორის ძალამრთმევი ლილვი; კარდანული გადაცემა დამცავი ქუროთი; ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო, ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენაზე; სათადარიგო ნაწილები: ნემსები 2 ერთეული, ამკრეფი თითები 10 ერთეული, დგუშის დამცავი თითები 10 ერთეული; გარანტია: არანაკლებ 12 თვისა

2017

 

 

 

 

2018

მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის; თვითმცლელი, ტვირთის დაცლა ჰიდრავლიკური,  3 გვერდიდან; ღერძების რაოდენობა:  2; დაკიდების სისტემა:  რესორული; მისაბმელის მასა:  არანაკლებ 1600 კგ-ისა, არა უმეტეს  1900 კგ-ისა; ტვირთამწეობა:  არანაკლებ  4000 კგ-ისა,  არა უმეტეს  4500 კგ-ისა; გადაადგილების სიჩქარე:  არანაკლებ 25 კმ/სთ-ისა; ნაკვალევის სიგანე: არანაკლებ  1800 მმ-ისა; ელექტროსისტემა:  12 ვოლტი ძაბვის მუდმივი დენის წყარო ტრაქტორიდან; სამუშაო სამუხრუჭე სისტემა:  ჰიდრავლიკური,  მწარმოებლის სტანდარტით; სამუხრუჭე სისტემა დგომის დროს:  მექანიკური,  ხელის ბერკეტით; ძარა: დამზადებული ფოლადის პროფილური ფურცლებით, კოროზიისგან სრულად დაცული, აღჭურვილი დამატებითი გვერდებით ან მეტალის ბადის გვერდებით; მისაბმელის პლატფორმის აწევის კუთხე ტვირთის უკან დაცლისას: არანაკლებ 500-ისა; მისაბმელის პლატფორმის აწევის კუთხე ტვირთის გვერდებიდან  დაცლისას:   არანაკლებ 450-ისა; ძარის მოცულობა დამატებითი გვერდების გარეშე:  არანაკლებ  5 მ3-ისა; ძარის მოცულობა დადგმული გვერდებით  ან მეტალის ბადის გვერდებით:   არანაკლებ 10 მ3-ისა; მისაბმელის სიგრძე:  არა უმეტეს  6 მ-ისა;

მისაბმელის სიგანე: არანაკლებ  2.5 მ-ისა; ხელსაწყო ინსტრუმენტების სრული კომპლექტი და სათადარიგო საბურავი დისკით; ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე; გარანტია:  არანაკლებ 12 თვისა

2017

 

 

 

 

 

 

 

 

2018

 

 

 

 

 

 

 

რაოდენობა

29

 

10

 

.“;

 

) პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის №4 და №5 დანართები:

დანართი №4

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

შესყიდვის წელი

შესყიდვის წელი

ტრაქტორი   არანაკლებ 60 ც/ძ-ისა  (44 კვტ), სიმძლავრის; აღჭურვილი ჰაერის კომპრესორით; გაგრილების სისტემა:  სითხით გაგრილება (ანტიფრიზით);  საწვავის ტიპი:    დიზელი; ძრავის ტიპი: ევრო/Stage 3 ან ევრო/Stage 4; სავალი ნაწილი:  თვლიანი,  4X4;  გადაცემათა კოლოფი:  მწარმოებლის სტანდარტი;  გადაცემათა რიცხვი წინ: მწარმოებლის სტანდარტი; გადაცემათა რიცხვი უკან:  მწარმოებლის სტანდარტი; მაქსიმალური სიჩქარე:  არანაკლებ  25 კმ/სთ-ისა;   მინიმალური სიჩქარე არა უმეტეს 2 კმ/სთ-ისა; უკანა საკიდი სისტემა: 

3-წერტილიანი,  კატეგორია მე-2, სატრანსპორტო საშუალების ჩასაბმელი მოწყობილობით; სიმძლავრის ამრთმევი ლილვი (უკანა):   I ბიჯი:    არანაკლებ  540 ბრ/წთ,  II ბიჯი:  არანაკლებ  1000 ბრ/წთ;  საგზაო საშუქი  არა უმეტეს 450 მმ-ისა; ღარების   (შლიცი) რაოდენობა:  6 (დამატებით კომპლექტაციაში: 1 ერთეული 8-ღარიანი); ტრაქტორის მინიმალური საექსპლუატაციო მასა (ბალასტების გარეშე): არანაკლებ 2400 კგ-ისა;  დამატებით აღჭურვილი ბალასტებით წინ ჩარჩოზე არანაკლებ 150 კგ-ისა,  უკანათვლებზე:  მწარმოებლის სტანდარტი; თვლებს შორის მანძილი (ნაკვალევი) რეგულირებადი: წინა თვლებზე მწარმოებლის სტანდარტი, უკანა რეგულირებადი მაქსიმალური ნაკვალევი (უკანა საბურავებს ცენტრებს შორის მანძილი) არანაკლები 1700 მმ-ისა; ასევე უნდა ჰქონდეს უკანა თვლებზე შეწყვილების შესაძლებლობა, დამატებითი ორი საბურავითა და დისკებით; კაბინა:   ერგონომიული, სარკმლის გაღების შესაძლებლობით, აღჭურვილი: ოპერატორის დამცავი ROPS/FOPS უსაფრთხოების სისტემით, უკანა ხედვის სარკეებით, ღამით სამუშაოდ წინა და უკანა დამატებითი ფარებით, ვენტილაციით, გათბობის სისტემით და ცეცხლმაქრით;      უკანა ჰიდრავლიკური სარქველები მისაბმელების სამუხრუჭე სისტემისათვის; ჰიდრავლიკური დომკრატი, ხელსაწყო-ინსტრუმენტების ნაკრები (მწარმოებლის სტანდარტი),  ტრაქტორის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ინსტრუქცია ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე; საგარანტიო ვადა:  არანაკლებ 1000 მოტო-საათი ან 12 თვე;  პირველი სარეგლამენტო მომსახურება შედის მოწოდების ღირებულებაში

2017

2018

რაოდენობა

1

3

დანართი №5

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

შესყიდვის წელი

ტრაქტორი   არანაკლებ 80 ც/ძ-ისა (58.8 კვტ) სიმძლავრის; აღჭურვილი ჰაერის კომპრესორით; გაგრილების სისტემა:  სითხით გაგრილება (ანტიფრიზით); საწვავის ტიპი: დიზელი; ძრავის ტიპი: ევრო/Stage 3 ან ევრო/Stage 4;  სავალი ნაწილი:  თვლიანი,  4X4;  გადაცემათა კოლოფი:  მწარმოებლის სტანდარტი; გადაცემათა რიცხვი წინ: მწარმოებლის სტანდარტი; გადაცემათა რიცხვი უკან:  მწარმოებლის სტანდარტი; მაქსიმალური სიჩქარე:  არანაკლებ  25 კმ/სთ-ისა;  მინიმალური სიჩქარე არა უმეტეს 2 კმ/სთ-ისა; უკანა საკიდი სისტემა:  3-წერტილიანი,  კატეგორია მე-2, სატრანსპორტო საშუალების ჩასაბმელი მოწყობილობით; სიმძლავრის ამრთმევი ლილვი (უკანა):   I ბიჯი:    არანაკლებ  540 ბრ/წთ-ისა,  II ბიჯი:  არანაკლებ  1000 ბრ/წთ-ისა; საგზაო საშუქი  არაუმეტეს 480 მმ-ისა; ღარების   (შლიცი) რაოდენობა:  6 (დამატებით კომპლექტაციაში: 1 ერთეული 8-ღარიანი); ტრაქტორის მინიმალური საექსპლუატაციო მასა (ბალასტების გარეშე): არანაკლებ  3400 კგ-ისა;  დამატებით აღჭურვილი ბალასტებით წინ ჩარჩოზე არანაკლებ 200 კგ-ისა,  უკანათვლებზე:  მწარმოებლის სტანდარტი; თვლებს შორის მანძილი (ნაკვალევი) რეგულირებადი: წინა თვლებზე მწარმოებლის სტანდარტი, უკანა რეგულირებადი მაქსიმალური ნაკვალევი (უკანა საბურავების ცენტრებს შორის მანძილი) არანაკლებ 1800 მმ-ისა; ასევე უნდა ჰქონდეს უკანა თვლებზე შეწყვილების შესაძლებლობა, დამატებითი ორი საბურავით და დისკებით; კაბინა: ერგონომიული, სარკმლის გაღების შესაძლებლობით, აღჭურვილი: ოპერატორის დამცავი ROPS/FOPS უსაფრთხოების სისტემით, უკანა ხედვის სარკეებით, ღამით სამუშაოდ წინა და უკანა დამატებითი ფარებით, ვენტილაციით, გათბობის სისტემითა და ცეცხლმაქრით;  უკანა ჰიდრავლიკური სარქველები მისაბმელების სამუხრუჭე სისტემისათვის; ჰიდრავლიკური დომკრატი, ხელსაწყო-ინსტრუმენტების ნაკრები (მწარმოებლის სტანდარტი), ტრაქტორის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ინსტრუქცია ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე; საგარანტიო ვადა:  არანაკლებ 1000 მოტო-საათი ან 12 თვე;  პირველი სარეგლამენტო მომსახურება შედის მოწოდების ღირებულებაში

2018

რაოდენობა

38

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი