სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2459 განკარგულებასა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2270 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2459 განკარგულებასა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2270 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025056
2270
31/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025056
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2459 განკარგულებასა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2270 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2270

2017 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით  სარგებლობის ვადის გაგრძელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის 2459 განკარგულებასა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2270 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:  

1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (ს/კ: 204995176) სახელმწიფო ტყის ფონდში სსიპ − ეროვნული სატყეო  სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხისა და კოლხეთის სატყეო უბნებში მდებარე 16 118 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის 2018 წლის 27 ნოემბრამდე გაგრძელების მიზნით, „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №2459 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-ხორგას“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ელექტროგადამცემი ქსელის 500/220 კვ ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“  (ს/კ: 204995176) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხისა და კოლხეთის სატყეო უბნებში მდებარე 16 118 კვ.მ ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს 2018 წლის 27 ნოემბრამდე.“.  

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (ს/კ: 204995176) სახელმწიფო ტყის ფონდში სსიპ − ეროვნული სატყეო  სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხისა და კოლხეთის სატყეო უბნებში მდებარე 369857 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის 2018 წლის 18 ოქტომბრამდე გაგრძელების მიზნით, „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის №2270 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 27​2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის №ი-832 ბრძანებით განსაზღვრულ  სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხისა და კოლხეთის სატყეო უბნებში 369857 კვ.მ მიწის ფართობზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (ს/კ: 204995176) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის 2018 წლის 18 ოქტომბრამდე გაგრძელების თაობაზე.“.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. განკარგულების მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 18 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი