„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №195 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024999
2245
27/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.024999
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №195 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2245

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №195 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №195 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 ​ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, 2017 წლის ​ 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგებისა და ​ წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო ასფალტისა და ​ ბეტონის საფარის, ასევე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ​ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არა უმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი                                  გიორგი კვირიკაშვილი