შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2501
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024845
2501
30/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024845
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2501

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) უზრუნველყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანებისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების, აგრეთვე სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება 589 000 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარის ფარგლებში.

2. მიეცეს უფლება კომპანიას, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2147 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 127 774.05 ლარი (ას ოცდაშვიდი ათას შვიდას სამოცდათოთხმეტი ლარი და ხუთი თეთრი), „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 114 402.49 ლარი (ას თოთხმეტი ათას ოთხას ორი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი), „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 სექტემბრის №1798 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 63 066.44 ლარი (სამოცდასამი ათას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი), „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №713 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 141 580 (ას ორმოცდაერთი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი, ჯამში – 446 822.98 ლარი (ოთხას ორმოცდაექვსი ათას რვაას ოცდაორი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) მიმართოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამინისტროსთვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 06) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 142 177.02 ლარის (ას ორმოცდაორი ათას ას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ორი თეთრი) გამოყოფა და კომპანიისთვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                               გიორგი კვირიკაშვილი