„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7308
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2018
ძალაში შესვლის თარიღი 30/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016451
7308
30/03/2018
ვებგვერდი, 02/04/2018
000000000.00.00.016451
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 7308

 

2018 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების პირველ პუნქტს „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურის უფროსის სამდივნოს დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №20).“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებას დანართი №19-ის შემდეგ დაემატოს დანართი №20 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №20

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სამსახურის უფროსის სამდივნოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) სამსახურის უფროსის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. სამდივნოს საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

    მუხლი 2. სამდივნოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

 სამდივნოს საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3. სამდივნოს ფუნქციები

სამდივნო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის უფროსის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურში არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების დადგენილი რეგლამენტით ჩატარების ორგანიზებას, მათი გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას და ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას;

გ) სათათბირო ორგანოების სხდომების კალენდრის შედგენას და წევრების ინფორმირებას;

დ) სათათბირო ორგანოების სხდომის დღის წესრიგების მომზადების უზრუნველყოფას, წევრებისგან/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საკითხების/განსახილველი მასალების გამოთხოვას და შესაბამისი პირებისათვის წინასწარ გაგზავნას;

ე) სათათბირო ორგანოების სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ოქმების წარმოებას და უფლებამოსილი პირებისთვის გაგზავნას;

ვ) სათათბირო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს;

ზ) სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციის დამუშავებას;

თ) პროტოკოლის წარმოებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფას;

კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

    მუხლი 4. სამდივნოს ხელმძღვანელობა

1. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. სამდივნოს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. სამდივნოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს სამდივნოს სახელით;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს სამდივნოს საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

ე) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ზ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს სამდივნოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.   

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                  გ. თაბუაშვილი