„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016474
29
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
010250050.35.122.016474
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2018 წლის 30 მარტი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016192; 16/07/2014 )  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულება №1 დანართის შესაბამისად“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულება“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა შესრულებას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შესახებ;

ბ) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობ პროგრამათა შესახებ;

გ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის, მათი განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების შესახებ;

ე) სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო პირობების შექმნის უზრუნველყოფის, ამ დაწესებულებებში სანიტარiულ-ჰიგიენური მდგომარეობისა და მოსამსახურე პერსონალის საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, კულტურისა და სპორტის ობიექტების მოვლა–პატრონობის შესახებ;

ზ) სოციალურ-კულტურული ღონისძიების განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (კულტური სახლი, სასოფლო კლუბი, ბიბლიოთეკა, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა) საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ;

თ) ახალგაზრდა თაობის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვაზე კონტროლის განხორციელება;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ;

კ) კულტურის, განათლების, ტურიზმის განვითარებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი