დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ I ოქმის ჩანაცვლების თაობაზე საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის 2018 წლის 20 მარტის №1/2018 გადაწყვეტილება | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 200/42-C-1/2018 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016527 |
|
ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმების „საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ“ I ოქმის ჩანაცვლების თაობაზე
2018 წლის 20 მარტი |
საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტი,
მხედველობაში იღებს რა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებას[1] და კონკრეტულად 23(2)-ე მუხლს, მხედველობაში იღებს რა, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმების I ოქმს „საქონლის წარმოშობის” ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ,
ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ: (1) ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმება“) 23(2) მუხლი მითითებას აკეთებს შეთანხმების I ოქმზე (I ოქმი) წარმოშობის წესებზე. (2) შეთანხმება ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. (3) I ოქმის 38-ე მუხლი აწესებს, რომ შეთანხმების 74(1) მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო ქვეკომიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება I ოქმის დებულებების შეცვლის თაობაზე. (4) „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენცია“[2] (შემდგომში – კონვენცია) მიზნად ისახავს ერთი სამართლებერივი აქტით ჩაანაცვლოს პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სახელმწიფოებს შორის წარმოშობის წესებთან დაკავშირებით დღეს მოქმედი ოქმები. (5) ევროკავშირმა კონვენციას ხელი მოაწერა 2011 წლის 15 ივნისს. №1/2016 გადაწყვეტილებით[3], კონვენციის მე-3(1) მუხლის თანახმად დაფუძნებულმა ერთობლივმა კომიტეტმა გადაწყვიტა, საქართველო მიწვეული ყოფილიყო კონვენციასთან მისაერთებლად. (6) ევროკავშირმა და საქართველომ შეერთების ინსტრუმენტების დეპონირება მოახდინეს კონვენციის დეპოზიტართან 2012 წლის 26 მარტს და 2017 წლის 17 მაისს. შესაბამისად, კონვენციის მე-10(3) მუხლის თანახმად, კონვენცია ძალაში შევიდა გაერთიანებასთან მიმართებით 2012 წლის 1 მაისს და საქართველოსთან მიმართებით – 2017 წლის 1 ივნისს. (7) I ოქმი უნდა ჩანაცვლდეს ახალი ოქმით, სადაც მითითება გაკეთდება კონვენციაზე. იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
[3] პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება N1/2016 საქართველოს თხოვნასთან დაკავშირებით, გახდეს პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების რეგიონული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე [2016/2126] (OJ L 329, 3.12.2016, გვ. 118).
|
მუხლი 1 ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმების I ოქმი, რომელიც ეხება „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს, ჩანაცვლდეს ამ გადაწყვეტილების დანართში მოყვანილი ტექსტით. მუხლი 2 გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე. მისი მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1 ივნისიდან. შესრულებულია ბრიუსელში, 2018 წლის 20 მარტს. ქვეკომიტეტის სახელით თავმჯდომარე ს. ურიდია მდივნები დ. ვენცელი მ. ხვედელიძე
დანართი I ოქმი „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ მუხლი 1 შესაბამისი წარმოშობის წესები 1. ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნებისთვის გამოიყენება „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენცის“[4] (შემდგომში – კონვენცია) I დანართი და II დანართის შესაბამისი დებულებები. 2. ნებისმიერი მითითება „შესაბამის შეთანხმებაზე“ კონვენციის I დანართსა და II დანართის შესაბამის დებულებაზე განმარტებული იქნება როგორც მითითება ამ შეთანხმებაზე. მუხლი 2 დავების მოგვარება 1. კონვენციის I დანართის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ შემოწმების პროცედურასთან წარმოშობილი დავები, რომელთა გადაწყვეტაც ვერ მოხდება შემოწმების მომთხოვნ საბაჟო უწყებასა და შემოწმების განხორციელებაზე პასუხისმგებელ საბაჟო უწყებას შორის, წარედგინება საბაჟო ქვეკომიტეტს. ამასთან, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავით (დავების მოგვარება) გათვალისწინებული დებულებები, დავების მოგვარების მექანიზმების თაობაზე. 2. ნებისმიერ შემთხვევაში, დავები იმპორტიორისა და იმპორტიორი სახელმწიფოს საბაჟო უწყებას შორის უნდა მოგვარდეს ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3 ოქმში ცვლილებების შეტანა საბაჟო ქვეკომიტეტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ ოქმის დებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მუხლი 4 კონვენციიდან გასვლა 1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ან ევროკავშირი კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, წერილობით წარადგენს შეტყობინებას კონვენციის დეპოზიტართან კონვენციიდან გასვლის შესახებ, საქართველო და ევროკავშირი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნებისთვის წარმოშობის წესების განსაზღვრის თაობაზე. 2. ახლად შეთანხმებული წარმოშობის წესების ძალაში შესვლამდე, ამ შეთანხმების მიზნებისთვის გამოიყენება კონვენციიდან გასვლის მომენტისთვის ძალაში მყოფი I დანართი და II დანართის შესაბამისი დებულებები. ამასთან, გასვლის მომენტისთვის ძალაში მყოფი I დანართი და II დანართის შესაბამისი დებულებები განმარტებულ იქნება ისე, რომ არსებობდეს ორმხრივი კუმულაციის საშუალება, მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის შორის. მუხლი 5 გარდამავალი დებულებები –კუმულაცია კონვენციის I დანართის მე-16(5) მუხლის და 21(3) მუხლის დანაწესების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც კუმულაცია მოიცავს მხოლოდ EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის) სახელმწიფოებს, ფარერის კუნძულებს, ევროკავშირს, თურქეთს, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეებს და მოლდოვას რესპუბლიკას და საქართველოს, წარმოშობის დადგენის მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაადგილების სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია“.
|
|
დოკუმენტის კომენტარები