დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.020463 |
|
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 360160000.10.003.018360) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესის“:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ტრანზიტის მიზნით გადაადგილების შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს ლიცენზიას), პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის განმახორციელებელი პირის განცხადების (შეტყობინების) დაკმაყოფილების შესახებ;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას ან განადგურებას მფლობელის ხარჯით, თუ: ა) არ სრულდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ან ბ) იგი განკუთვნილია იმპორტის (გარდა ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისათვის განკუთვნილისა) ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით, იმპორტის განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქონლის ლაბორატორიული ანალიზით, რომელიც ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 – 33 პუნქტები: „31. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ. 32. საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე. 33. საქონლის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ხორბლის შემთხვევაში – აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზიც ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით.“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქონლის მფლობელის მოთხოვნით, ხორციელდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება. ასეთ შემთხვევაში, აღებული ნიმუშის, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის, ლაბორატორიული ანალიზი ტარდება საქონლის მფლობელის ხარჯით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განმეორებითი ნიმუში აიღება: ა) ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. ამასთან, საქონლის მფლობელის მოთხოვნით, შესაძლებელია, ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ერთდროულად გადაცემა ლაბორატორიული ანალიზისათვის; ბ) ერთ ეგზემპლარად, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით, იმ შემთხვევაში, თუ იგი საქონლის მფლობელის მიერ ლაბორატორიული ანალიზისათვის გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის მიერ აღიარებულ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე რეფერენტულ ლაბორატორიაში.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება პირველადი ლაბორატორიული ანალიზის შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთდროულად განხორციელდა ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ლაბორატორიული ანალიზი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები