„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020462
147
27/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
340170000.10.003.020462
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2018 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტ­რო­ლის განხორციელების წესის“ მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ნიმუშის აღება (მათ შორის, განმეორებით) ხდება საქონლის მფლობელის ხარჯით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამოვლენილი მავნე ორგანიზმები და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აღებული ნიმუშები იდენტიფიკაციის დასადასტურებლად ან/და ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნიმუშის განმეორებით აღება ხორციელდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული ნიმუშის ეგზემპლარები საქონლის მფლობელსა და საბაჟო დეპარტამენტს გადაეცემა ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით, დალუქულ მდგომარეობაში.“.

2. „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჭიროების შემთხვევაში და მონიტორინგის გეგმის თანახმად, დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან:

ა) აღებული ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში;

ბ) საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მფლობელი არ ეთანხმება ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის პირველად შედეგს, უფლება აქვს, მოითხოვოს ნიმუშის აღება განმეორებით.

12. ნიმუშის აღება ხდება საქონლის მფლობელის ხარჯით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი