დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 146 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020461 |
|
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, 240110000.10.003.019634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის“ (დანართი №1):
1. მე-5 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ლაბორატორიული ანალიზისათვის სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, აღებული ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ წესის 51 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.“; ბ) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი: „82. ნიმუშის აღება ხდება ტვირთის მფლობელის ხარჯით.“. 2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება 1. სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება ტვირთის მფლობელის მოთხოვნით და მისი ხარჯით, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დროს ლაბორატორიული ნიმუშის აღების პარალელურად. 2. განმეორებითი ნიმუშის აღების საჭიროების შემთხვევაში, ორმაგდება ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა. ამასთან, გაერთიანებული ნიმუშიდან გამოიყოფა 2 ერთნაირი ნიმუში, რომელთაგან ერთი (განმეორებითი) გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს და ინახება იმავე სატრანსპორტო საშუალებაში, ტვირთისგან განცალკევებით, ხოლო მეორე (ლაბორატორიული ნიმუში) იგზავნება ლაბორატორიაში ანალიზისათვის. ამ წესით აღებული ნიმუშები იფუთება, ინომრება, ილუქება და მათზე კეთდება აღნიშვნები: დასახელება, წონა, რაოდენობა, ნიმუშის აღების თარიღი და ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი. 3. თუ ტვირთის მფლობელი არ ეთანხმება ლაბორატორიული ნიმუშის ანალიზის შედეგებს, ხორციელდება განმეორებითი ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგისაგან, ტვირთის მფლობელის ხარჯით ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება. 5. განმეორებითი/რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშების ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა: ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია; ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია. 6. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები